უახლესი ამბები
- 20.01.2021 18:03დღეიდან, შემოსავლების სამსახურის განახლებული ვებგვერდი სრული დატვირთვით იმუშავებს
- 20.01.2021 17:301 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2982 ლარი გახდა
- 20.01.2021 17:30მოვითხოვთ, ფინანსთა სამინისტრომ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რაში დაიხარჯა STOPCOV - ფონდის თანხები - ანა დოლიძე
- 20.01.2021 16:35პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა
- 20.01.2021 16:35ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა
- 20.01.2021 16:35ახალი ბრალდებით დავაზუსტეთ `მათი ქმედების მოტივაცია` - კარტოგრაფების საქმის პროკურორი
- 20.01.2021 16:35ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა
- 20.01.2021 15:40რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება
- 20.01.2021 15:40სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”
- 20.01.2021 15:00ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გვყავდეს - კახა კალაძე
არქივი
რეგიონები


პროკურატურა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს - ირაკლი შოთაძე
ცალკეულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით, კვლავ პრიორიტეტად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული, რაც აისახება მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის ზრდაში და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაღალ მაჩვენებლებში, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს და უარს ამბობს ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე. ასევე გაზრდილია ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, რაც წინა წლებთან შედარებით ფაქტიურად გაორმაგდა. 2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4633 პირის მიმართ.
გაზრდილია პროკურორთა მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. 2020 წელს სასამართლოში წარდგენილი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობებიდან 94% იყო პატიმრობის მოთხოვნა.
„2020 წელს, სპეციალიზებული პროკურორების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში აქტიურად ხდებოდა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა 2017 წელს 25 ბრალდებულის მიმართ გამოიკვეთა, 2018 წელს - 111, ხოლო 2019 წელს - 120 ბრალდებულის მიმართ. 2020 წლის მონაცემებით გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 178 ბრალდებულის მიმართ, ხოლო 184 ქალი დაზარალებულად იქნა ცნობილი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წელს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი პირველად გამოიკვეთა ქალთა მკვლელობის საქმეებში“ - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
როგორც გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, სისხლის სამართალწარმოების პროცესში მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, მათი მხარდაჭერის, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, გაიზარდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები და იგი უკვე პროცესის მონაწილეს წარმოადგენს.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.
საზოგადოება
FAO-ს ფასების ინდექსმა 2020 წელს, ბოლო სამი წლის მაქსიმუმს მიაღწია
FAO-ს ფასების ინდექსმა 2020-ში, ბოლო სამი წლის მაქსიმუმს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - დეკემბერში, ზრდას განაგრძობდა და 107.2 ქულა შეადგინა, რაც ნოემბრის თვის მაჩვენებელს 2.2%-ით აღემატება.
სრულად, 2020 წლის წლიურმა, საშუალო ქულამ 97.9 შეადგინა, რომელიც ბოლო სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული ქულა, 2019 წელის საშუალო მაჩვენებელს 3.1%-ით აღემატება, თუმცა 25%-ით ჩამორჩება 2011 წლის რეკორდულ პიკს.
დეკემბერში, მცენარეულ ზეთზე ფასებმა 4.7%-ით მოიმატა და 2012 წლის სექტემბრის შემდეგ, ყველაზე მაღალ, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, დეკემბერში გაიზარდა პალმის ზეთის ფასები, რასაც ხელი შეუწყო ინდონეზიაში საექსპორტო გადასახადის მკვეთრმა ზრდამ. სოიოს ზეთზე კი ფასების ზრდის მიზეზად, არგენტინაში გაჭიანურებული საპროტესტო აქციები იქცა, რამაც ექსპორტის პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა. საერთო ჯამში, 2020-ში, წინა, 2019 წელთან შედარებით, მცენარეულ ზეთებზე ფასები 19.1%-ით გაზარდა.
ნოემბრის თვესთან შედარებით, 1.1%-ითაა მომატებული FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსიც. აღნიშნული მონაცემი, 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს - 6.6%-ით აღემატება. ხორბლის ფასის ზრდის მიზეზად, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე, რუსეთში მარცვლეულის მოყვანისათვის საჭირო პირობებთან დაკავშირებული პრობლემები მოიაზრება. რაც შეეხება ბრინჯს, 2020-ში, წინა წელთან შედარებით ბრინჯის ექსპორტი 8.6-ით გაიზარდა. იგივე მაჩვენებელი სიმინდზე გაზრდილია - 7.6% ხოლო ხორბალზე - 5.6%-ით“,-აცხადებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, 3.2%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი.
„ზრდა უწყვეტად გრძელდებოდა ბოლო შვიდი თვის მანძილზე. აღნიშნულის მიზეზად მსოფლიოში და განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, რძესა და რძის პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდებოდა. მიუხედავად ამისა, 2020-ში რძის ფასების ინდექსის საშუალო ქულა, 1.0%-ით ჩამორჩებოდა 2019 წლის მაჩვენებელს.
დეკემბერში, ხორცის ფასების ინდექსი გაიზარდა 1.7%-ით, ხოლო 2020 წელის ხორცის საშუალო მაჩვენებელი, 2019 წლის ნიშნულს 4.5%-ით ჩამორჩებოდა. წლის ბოლო თვეს, ფრინველის ხორცზე ფასები მსუბუქად გაიზარდა, ხოლო ღორის ხორცზე კი შემცირდა. შემცირება გერმანიის მხრიდან ექსპორტის ცვლილებას უკავშირდება, რასაც წინ უძღვოდა აზიაში ღორის აფრიკული ცხელების აფეთქება, რამაც ცხოველის განადგურება გამოიწვია.
FAO-ს შაქრის ფასების ინდექსმა 0.6%-ით დაიკლო დეკემბერში. 2020 წელს შაქრის ფასების საშუალო მაჩვენებელი კი 1.1%-ით მეტი იყო, 2019 წლის ამავე მონაცემზე“,-აცხადებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში.

კახეთის 10 დასახლებაში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოები დაიწყო
18 იანვარი, 2021 , 15:20

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
18 იანვარი, 2021 , 13:13

17 იანვრამდე მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 17.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
18 იანვარი, 2021 , 12:58

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
18 იანვარი, 2021 , 10:55

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
16 იანვარი, 2021 , 12:59

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
16 იანვარი, 2021 , 11:35