უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 იანვარი, 2017 18:30
font-size

პროკურატურა რატი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა რატი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:

,,2017 წლის 9 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 5000 ლარი შეუფარდა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 7 იანვარს, საღამოს დაახლოებით 18 საათისთვის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკოლოზ გვარამია მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ფალიაშვილის ქუჩის N38-ში მდებარე რესტორან „დაინინგ რუმ“-ში. ამავე რესტორანში იმყოფებოდა რატი გაჩეჩილაძე, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნიკოლოზ გვარამიას.

ფაქტის ირგვლივ გამოძიების მიერ ჩატარდა სხვადასხვა საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, გამოთხოვილი იქნა სათანადო ინფორმაცია, დაიკითხნენ მოწმეები. შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ რ.გაჩეჩილაძემ ნ.გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პირადი უთანხმოებისა და შურისძიების მოტივით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით 2017 წლის 9 იანვარს პროკურატურამ რატი გაჩეჩილაძეს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიისაა და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. ამასთან პროკურატურამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ბრალდებული ნებაყოფლობით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ის არ არის ნასამართლევი, რის გამოც მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა 5000 ლარის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით.

2016 წლის 9 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით განუსაზღვრა გირაო 5000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.’’

20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრა

19 ივლისი, 2019 , 16:21

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულ სოსო ბაჯელიძესა და ცოტნე ცოტნიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. პროკურატურა ბრალდებულების მიმ

აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი და მოქალაქე დააკავეს

19 ივლისი, 2019 , 10:49

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავა

იუსტიციის სამინისტრო ნოდარ გოგალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს

18 ივლისი, 2019 , 15:45

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ნოდარ გოგალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს. „2009 წლის 7 დეკემბერს ნოდარ გოგალაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თა

იმედი გვაქვს „რუსთავი 2“-ის პრაქტიკა სხვა დაზარალებული მესაკუთრეების საქმეებზეც გავრცელდება - „თავისუფალი საქართველო“

18 ივლისი, 2019 , 15:15

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა ეხმაურება: „გვურს ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

18 ივლისი, 2019 , 14:30

2019 წლის 18 ივლისს გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე − „რუსთავი 2“ (პირველი მომჩივანი), მისი მესაკუთრეები -შპს „ტელეკომპანია საქართველო“, ლევან და გ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს