უახლესი ამბები
- 18.01.2021 23:20რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე
- 18.01.2021 21:40„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
- 18.01.2021 21:32საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
- 18.01.2021 20:59ლევან ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება
- 18.01.2021 18:16თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე
არქივი
სამართალი


პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი პასუხისგებაში მისცა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, 2012 წლამდე პერიოდში პატიმრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი ა.მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
უწყების ცნობით, 2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე - „ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს წამების აკრძალვას. საქმე შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობას.
„შედეგად სახელმწიფომ აიღო ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 18 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, სამედიცინო მომსახურების მიზნით მყოფ მსჯავრდებულს, ალექსანდრე მანუკიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა დაწესებულების ექიმთან, რომელმაც მისი აზრით არასათანადო მკურნალობა გაუწია. მსჯავრდებულის მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების გამო, ამავე დაწესებულების თანამშრომლებმა ალექსანდრე მანუკიანი იძულებით შეიყვანეს რენტგენის გადასაღებ ოთახში, სადაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ კვლავ დააბრუნეს სამკურნალო დაწესებულების მისაღებში.
მომხდარი ინციდენტის თაობაზე, ცნობილი გახდა დაწესებულების დირექტორისთვის, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ მიეღო კანონით გათვალისწინებული ზომები, ალექსანდრე მანუკიანის დასჯის და დაშინების, მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებს უბრძანა, მისთვის დაედოთ ხელბორკილი და იზოლირებულად მოეთავსებინათ ოთახში, სადაც დირექტორის უშუალო მონაწილეობით, დაწესებულების თანამშრომლები ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ პატიმარს ჯგუფურად გაუსწორდნენ ფიზიკურად, მათ შორის სხვადასხვა საგნების გამოყენებით, შედეგად ალექსანდრე მანუკიანს მიადგა ძლიერი ფიზიკური და მორალური ტანჯვა.
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის დამცირებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებული ა.მ. საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, გარდა ამისა იგი ბრალდებულია არაერთ მძიმე დანაშაულებრივ ეპიზოდში და მოცემული ეტაპისთვის მის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.
ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას და იმყოფება ძებნაში, ბრალდების შესახებ დადგენილება გაეცნო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით, მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, გრძელდება გამოძიება.
მოცემული ეტაპისთვის საქართველოს პროკურატურაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე გამოძიება მიმდინარეობს 29 სისხლის სამართლის საქმეზე.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. საგამოძიებო უწყების მხრიდან დამატებით მიღწეული შედეგების შესახებ, საზოგადოებას მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია“, - აღნიშნავენ საგამოძიებო უწყებაში.

კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა
18 იანვარი, 2021 , 16:10

ივანიშვილის ბანკირის თაღლითური საქმიანობა ბერმუდის კუნძულების სასამართლოში განიხილება
18 იანვარი, 2021 , 16:10

პოლიციამ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოავლინა
18 იანვარი, 2021 , 12:25

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
18 იანვარი, 2021 , 10:55
კასპში დაკავებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, იგი რუსეთში გადასვლას ითხოვდა - ვლადიმერ ბორცვაძე
16 იანვარი, 2021 , 15:40
პოლიციამ კასპში ერთ-ერთ საწარმოში მძევლად აყვანილი მოქალაქეები უვნებლად გაათავისუფლა, თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი
16 იანვარი, 2021 , 15:15