უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 თებერვალი, 2018 14:10
font-size

პროკურატურამ ადევნების ფაქტზე მოქალაქე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ადევნების ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.

აღნიშნულის შესახებ საუბარია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,,საქართველოს პროკურატურის მიერ ადევნების ფაქტზე ზ.პ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.პ. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად როგორც პირადად, ისე მესამე პირების - მეგობრების მეშვეობით უკანონოდ უთვალთვალებდა ვ.მ.-ს, აკითხავდა როგორც სახლთან, ისე სახლში. ვ.მ.-სთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ტელეფონით და სოციალური ქსელით, ურეკავდა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა თავისი და სხვა ადამიანების ტელეფონის ნომრებიდან, ასევე უცხო ადამიანების და ფოსტის საშუალებით უგზავნიდა საჩუქრებს. ზ.პ.-ს ქმედების შედეგად ვ.მ. ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა.

ზ.პ.-ს ბრალდება 2018 წლის 29 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, ე.ი. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის) წარედგინა. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო - 1000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

25 სექტემბერი, 2018 , 17:45

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „

პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა ძალოვანი პენსიონრების ინტერესებს დაიცავს

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ძალოვანი პენსიონრების სარჩელის განხილვა საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სამინისტროების წინააღმდეგ. ძალოვანი პენსიონრების ინტერესებს სასამართლოშ

„პალიტრამედიის“ სტამბა „კოლორპაკში“ მთავარი პროკურატურა შევიდა

25 სექტემბერი, 2018 , 16:30

„პალიტრამედიას“ სტამბაში (შპს “კოლორპაკი”) მთავარი პროკურატურა შევიდა. როგორც „პალიტრამედიას“ განცხადებაშია აღნიშნული, მთავარი პროკურატურის გამომძიებლებმა მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.

ფანჯრიდან 3 წლის ბავშვის გადავარდნის საქმეზე აღმზრდელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურეობრივი გულგრილობის და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე ქ.თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღმზრდელი ა.გ. და აღმზრდელის თანაშემწე

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლევის საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს

25 სექტემბერი, 2018 , 14:00

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლევის საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. ე.წ. უდო-ს კომისია მსჯავრდებულის საქმის განხილვის შუამდგომლობით თავად დაწესებულება მიმართავს. სპეციალური პენიტე

ოპოზიცია ,,ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებზე აუდიტის სამსახურისგან მოკვლევის დაწყებას ითხოვს

25 სექტემბერი, 2018 , 11:30

ოპოზიცია მოკვლევის დაწყებას ითხოვს აუდიტის სამსახურისგან მორიგი სკანდალური აუდიო ჩანაწერების საქმეზე, სადაც საუბარია რომ ერთი კოლოფი სიგარეტიდან მმართველი პარტიის დასაფინანსებლად 2,5 თეთრი ირიცხება. ოპოზიციის წარმომადგენ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`