უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 მარტი, 2023 17:02
font-size

პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ ხუთი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ ხუთი ფაქტი გამოავლინა. პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 5 პირს წარედგინა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ყალბი დოკუმენტები წარადგინეს, რომ თითქოს, 2007 წლამდე დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთებს თვითნებურად ფლობდნენ.

პროკურატურის ცნობით, ხუთივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ჩადენილი დანაშაული აღიარა.

„ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე, ჯამში 815 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 180 807 ლარის ზიანი მიაყენეს.

დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ.

ხუთივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფოს დაუბრუნდა.

საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას, როგორც დაბა გომისმთაში, ასევე, დაბა ბახმაროში ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

დღემდე, დაბა გომისმთასა და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 63 პირის მიმართ და სახელმწიფოს 2 102 636 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა

28 მარტი, 2023 , 11:28

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აჭარის და სამეგრელოს რეგიონში შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმე

სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

28 მარტი, 2023 , 11:22

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მირიან კუკავას განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად ცნეს

27 მარტი, 2023 , 13:46

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა. პროკურატუ

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა - იუსტიციის სამინისტრო

23 მარტი, 2023 , 16:54

სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე, სისხლის სამართლის პროცესი მომჩივნებთან დაკავშირებით იყო სამართლიანი და არ დარღვეულა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიან

ეს განცხადება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და გაუგებარი იყო, ცეცხლის ხაზი გახსნეს - მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი

23 მარტი, 2023 , 12:34

ეს განცხადება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და გაუგებარი იყო, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხად

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

23 მარტი, 2023 , 11:31

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი