უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 ნოემბერი, 2020 16:30
font-size

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე ა. გ.-ს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 23 ნოემბერს ქ.თბილისში ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა ა.გ.-მ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან თ.პ.-სთან მიახლოვება, მივიდა მასთან სამსახურში სუპერმარკეტ ,,კარფურში“ და თ.პ.-ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით საკანცელარიო დანით სახისა და ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა.
დაზარალებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის და სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომლების აქტიურობის შედეგად ა.გ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.
სამართალდამცველებმა ა.გ. 2020 წლის 23 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პრიმა ქვეპუნქტით, ,,ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით და არაერთგზის) წარედგინა.
ბრალდების მხარე ა.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ქალთა მიმართ და ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ პროკურატურა აგრძელებს მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას. 2020 წლის 9 თვის მონაცემებით:
ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3633 პირის მიმართ;
გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 120 ბრალდებულის მიმართ;
ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელია - 94%, ხოლო დაკმაყოფილებულია- 54%.

კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

20 იანვარი, 2021 , 19:38

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსა

ახალი ბრალდებით დავაზუსტეთ `მათი ქმედების მოტივაცია` - კარტოგრაფების საქმის პროკურორი

20 იანვარი, 2021 , 16:35

კარტოგრაფების საქმის პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განაცხადა, რომ ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ ახალი ბრალდებით დააზუსტეს "მათი ქმედების მოტივაცია". "ახალი ბრალდებით დაზუსტებულია ბრალდებულთა ქმ

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა

19 იანვარი, 2021 , 12:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, – ამის შესახებ ინფორმაცია

გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

19 იანვარი, 2021 , 12:10

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველ

ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა

19 იანვარი, 2021 , 12:10

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთო

პოლიციამ „TV პირველის“ ოპერატორების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

19 იანვარი, 2021 , 12:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, თბი