სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით 633,99 გრ. ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ და უკანონო რეალიზაციის მიზნით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების დაფასოებას ახდენდნენ, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა.
„სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო სხვადასხვა ნივთები ამოიღეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს
11 დეკემბერი, 2025 , 14:30
საიამ 2019 წლის 20 - 21 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმე მოიგო
11 დეკემბერი, 2025 , 14:14
დაკავებულია შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი ვახო თურმანიძე და ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი
11 დეკემბერი, 2025 , 14:09
როგორც ივანიშვილის ზებრა არ გახდება არაბული თეთრი რაში, ისე ვერ გახდება ეს ქვეყანა რუსული. ბრძოლა ბოლომდე! - ირაკლი ნადირაძე
10 დეკემბერი, 2025 , 16:11
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
10 დეკემბერი, 2025 , 10:04
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
9 დეკემბერი, 2025 , 19:23


