უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 ოქტომბერი, 2017 17:50
font-size

პროკურატურამ დროებითი მოთავსების იზოლატორში 14 პირის მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გახსნა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საპატიმრო დაწესებულებაში 14 პირის მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გახსნა.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, პროკურატურის მიერ დაკავებული არიან: შსს ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსი თ.ვ. და ამავე იზოლატორის ყოფილი ინსპექტორი ვ.ს.

მთავარ პროკურატურაში აღნიშნავენ, „ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის მაისის თვეში, თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები „სახალხო კრების“ წევრების და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა მონაწილეობით.

იმ მიზნით, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებს არ მიეღო ფართომასშტაბიანი ხასიათი და მოეხდინათ საპროტესტო ტალღის ჩაცხრომა, 2011 წლის 18 მაისიდან 22 მაისამდე პერიოდში სამართალდამცავების მიერ დაიწყო ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრების და აქციის ორგანიზატორების დევნა, რა მიზნითაც, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩატარდა რამდენიმე სპეცოპერაცია, რა დროსაც დაკავებულ იქნა გოჩა წიკლაური, ტარიელ მელქოშვილი, ვლადიმერ იმნაძე და საპროტესტო აქციაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების კიდევ 11 აქტივისტი, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით 30 დან 45 დღემდე ვადით პატიმრობა შეეფარდათ და შესახლებულ იქნენ შსს ყვარლის პოლიციის სამმართველოს შენობაში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში.

პატიმრების შეყვანის შემდეგ, იზოლატორის უფროსმა თ.ვ-მ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობაში მყოფ ხსენებულ 14 პირს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდათ და მონაწილეობას იღებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, მათი დასჯის მიზნით შეიმუშავა პატიმრებთან მოპყრობის დამამცირებელი და არაადამიანური წესები.

2011 წლის 21 მაისიდან 05 ივნისამდე პერიოდში, ყოველდღიურად, თ.ვ-ს და იზოლატორის კიდევ ერთ თანამშრომელს ვ.ს-ს, საკნებიდან გამოჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ ხელ-ფეხით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აიძულებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების გინებას. პერიოდულად ხდიდნენ მაისურებს და აიძულებდნენ საკნების მორეცხვას, რის შემდეგაც დაბინძურებულ სველ მაისურებს აცმევდნენ ძალით.

გარდა ამისა, პატიმრებს იზოლატორში არსებული მარაგებიდან და ოჯახის წევრების მიერ შეგზავნილი ამანათებიდან არ მიეწოდებოდათ საკმარისი ოდენობით საკვები; პატიმრებს არ აძლევდნენ დღისა და ღამის საათებში დაძინებისა და დასვენების საშუალებას, პერიოდულად საკნებში შედიოდა თ.ვ. და პატიმრებს აიძულებდა საათობით ფეხზე დგომას.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, თ.ვ-ს და ვ.ს-ს ბრალად ედებათ პატიმრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ „2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ცემა, წამება, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მხილებულ იქნა და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 135 საჯარო მოხელის მიმართ“.

სასამართლომ კომპანია `ბადაგონის` დამფუძნებელ გიორგი სალაყაიას სახელზე აღრიცხული ქონებები დააყადაღა

20 ივლისი, 2018 , 21:00

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოსარჩელე შპს "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" მოთხოვნა დააკმაყოფილა. მოსამართლე ანა ჩოგოვაძის გადაწყვეტილებით, კომპანია "ბადაგონის" დამფუძნებელ გიორგი სალაყაიას მის

დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობისთვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენებისთვის სასჯელი გამკაცრდა

20 ივლისი, 2018 , 16:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები უკვე გამოქვეყნდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ცვლილების აუცილებლობა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობის კუთხით პრაქტიკაში არსებულმა პრობლემებმა და დანა

გიორგი გახარია ლიეტუვას მთავრობის კანცლერს შეხვდა

20 ივლისი, 2018 , 14:05

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ლიეტუვას მთავრობის კანცლერს, ალგრიდას სტონჩაიტისს შეხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლიეტუვას საგანგებო და ს

„ფარული ჩანაწერების საქმეზე“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

20 ივლისი, 2018 , 14:05

„ფარული ჩანაწერების საქმეზე“ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქმეზე ბრალდებული კონსტიტუცი

სტრასბურგის სასამართლომ 2004 წელს გულნარა სარიშვილი-ბოლქვაძის შვილის გარდაცვალების ფაქტზე ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა

20 ივლისი, 2018 , 14:05

2018 წლის 19 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − „სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“ − გადაწყვეტილება გამოიტანა და 2004 წელს მომჩივან გულნარა სარიშვილი-ბოლქვაძის შვილ

NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის რეალიზების ორი ფაქტი გამოვლინდა

20 ივლისი, 2018 , 11:45

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ორი ფაქტი გ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან