უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 ნოემბერი, 2018 13:40
font-size

პროკურატურამ ლაშა თორდია დაზარალებულად ცნო

პროკურატურამ „ელცენტროში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია დაზარალებულად ცნო.

მისი ადვოკატის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძისთვის წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია სწორი არ არის.

აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის უფლებადამცველები ითხოვენ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის წარდგენილი მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალი დაუმძიმდეს.

„დღემდე ლაშა თორდიას ინტერესების დამცველ იურისტს, ეკა ქობესაშვილს არ ჰქონია შესაძლებლობა, საქმის მასალებს გასცნობოდა, ვინაიდან ლაშა თორდიას დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ ჰქონდა. ჩვენ არ ვიცით, რას უკავშირდება პროკურატურის ასეთი გააქტიურება, თუმცა ნამდვილად მივესალმებით, რომ გამოძიება გააქტიურდა, დაიკითხა ოთარ ფარცხალაძე. ჩვენი მოთხოვნა კვლავ რჩება ძალაში, რომ ეს საქმე უნდა მიმდინარეობდეს საქმის გამოძიება სრულიად სხვა მუხლით - 353 პრიმა მუხლით და უნდა იყოს გათვალისწინებული ის მთავარი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მოხდა თავდასხმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე მის საქმიანობასთან დაკავშირებით“- განაცხადა ლაშა თორდიას ადვოკატმა, ალეკო ცქიტიშვილმა.

საქმე ეხება გასულ წელს "ელცენტროში" მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა. სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბექა ბასილაიასა და ზურა ნადირაძის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება შეწყდა

22 იანვარი, 2020 , 16:50

31 დეკემბერს, გამთენიისას აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული ბექა ბასილაიასა და ზურა ნადირაძის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა ისინი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ა

`დანის პირზე დავადე ხელი...` - დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული სასჯელის შეცვლას ითხოვს

22 იანვარი, 2020 , 13:50

ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძე სასჯელის შეცვლას ითხოვს. ინფორმაცია უზენაეს სასამართლოში ჟურნალისტებს ადვოკატმა მიაწოდა. რამაზ ჩინჩალაძის თქმით, დაცვის მხარე დადუნაშვილის ეპიზოდს, ხოლო ბრალდები

თბილისის აეროპორტში `მარიხუანას` შემოტანის ბრალდებით სამხრეთ აფრიკის მოქალაქე დააკავეს

22 იანვარი, 2020 , 11:40

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. სა

„კარწახში“ არადეკლარირებული ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს

21 იანვარი, 2020 , 13:20

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,კარწახი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ქიმიური ნივთიერება - ვერცხ

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

21 იანვარი, 2020 , 11:35

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. როგორც “მედიანიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმა

წიაღით უკანონოდ სარგებლობის, ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

21 იანვარი, 2020 , 11:35

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლიცენზიის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის, წიაღით უკანონოდ სარგებლობის, ყალბი საგ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`