უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

31 მაისი, 2017 18:30
font-size

პროკურატურამ ლისის ტბის წართმევის საქმეზე, ნოტარიუსი ციური ბერიძე დაკითხა – „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ლისის ტბის დათმობის საქმეზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სამართალწარმოების ეტაპზე მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან ორგანიზაციის მიმართ, საქმის მონიტორინგის ფარგლებში მოწოდებული წერილის თანახმად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სახით დაიკითხა ნოტარიუსი ციური ბერიძე, თუმცა უცნობია, რა ჩვენება მისცა გამოძიებას დაკითხულმა მოწმემ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, რამაზ ახვლედიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ 2017 წლის 13 თებერვლის გაგზვანილ წერილში, ბიზნესმენის მიმართ წართმეული ქონების გამოძიების პროცესში, დამატებითი პირების დაკითხვის მოთხოვნა დააყენა. მათ შორის, მოთხოვნილ იქნა ნოტარიუსის დაკითხვის უზრუნველყოფაც. სწორედ აღნიშნული პიროვნებაა ის ნოტარიუსი, რომელთანაც 2006 წლის 4 ნომბერეს შესრულდა ბიზნესის წართმევის, სახელმწიფოს მიმართ დათმობის განცხადების ნების საწინააღდმეგოდ ნოტარიულად დამოწმება. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სანოტარო ბიუროში რამაზ ახვლედიანი, მაშინდელი ფინანსური პოლიციიდან, ღამის საათებში, საკუთარი სამსახურეობრივი ავტომობილით, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს II განყოფილების მაშინდელი უფროსის გიორგი ხ.-ის თანხმებით მივიდა. სწორედ ციური ბერიძემ უთხრა რამაზ ახვლედიანს, რომ ის, იმ ღამით, უკვე „ქვეყნის მე-15 პატრიოტი იყო“ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს II განყოფილების მაშინდელი უფროსს, გიორგი ხ-ს მიმართავდა, თუ „სად პოულობდა ამდენ პატრიოტს?!“.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიესალმება საქართველოს მთავარი პროკურატურის მოქმედებებს, ლისის ტბის წართმევის საქმეზე დაიწყოს მთავარი მოწმეების დაკითხვის პროცესი. ნოტარიუსის დაკითხვა, მოცემულ საქმეზე, საკმარისი არ არის, ვინაიდან გამოძიების მიუკერძოებლობის პრინციპებიდან გამომდინარე, აუცილებელია მომჩივანი მხარის მიერ დასახელებული ყველა მოწმის დაკითხვა კანონის სრული დაცვით მოხდეს, მათ შორის პროკურატურამ დროის მოკლე ვადებში უნდა მივიდეს გადაწყვეტილებამდე, რომ საქმეზე დაიკითხოს რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორი, მამუკა ხაზარაძე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, პროკურატურის მთავარი ამოცანაა, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს 2006 წლის 4 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანის ფინანსურ პოლიციაში დაბარების ფაქტს, სადაც ბიზნესმენს დააწერინეს განცხადება ლისის ტბის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობის თაობაზე.
,,საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.

საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება უნდა დაჩქარდეს და რამაზ ახვლედიანი დაზარალებულად იქნეს ცნობილი. იმავდროულად, დადგეს კონკრეტული თანამდებობის პირთა სამართლოებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მოახდინეს რამაზ ახვლედიანის იძულება ქონების დათმობის მიზნით. იქედან გამომდინარე, რომ მხარის მაღალი იურიდიული ინტერესია, საქმეზე ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და გამოძიებისთვის საქმეზე ყოველმხრივი მტკიცების მიწოდება, მოცემულ ეტაპზე, საჭიროდ მიგვაჩნია, საქმეზე მოწმის სახით დაიკითხოს იმ პირთა წერე, რომლებსაც უშუალო შემხებლობა ჰქონდათ ქონების დათმობის პროცესთან და დაადასტურებენ რამაზ ახვლედიანის მიმართ განხორციელებულ უკანონო მოქმედებებსა და იძულებას, რაც გამოძიებას საშუალებას მისცემს აღადგინოს მოქალაქის დარღვეული უფლებები და დაიცვას მისი ჭეშმარიტი ინტერესები’’, - აცხადებენ ,,ახალგაზრდა ადვოკატებში.’’

ცნობისთვის: ლისის ტბის წართმევის საქმეზე გამოძიება საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში მიმდინარეობს. საქმეზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც.

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

11 აპრილი, 2024 , 14:13

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. როგორც ორგანიზაციის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი