უკან
რეგიონები
7 ივნისი, 2018 15:55
პროკურატურამ მთიან აჭარაში მცხოვრებ მძღოლებს ჩამორთმეული სატვირთო ავტომანქანები დაუბრუნა
აჭარის მთავრობის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ პროკურატურამ მთიან აჭარაში მცხოვრებ მძღოლებს ჩამორთმეული სატვირთო ავტომანქანები დაუბრუნა.
ინფორმაციას ამის შესახებ თავად მძღოლები და უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ავრცელებენ.
„15 სატრანპორტოს საშუალება, რომლის დაბრუნებასაც ითხოვდნენ მეპატრონეები და გუშინ მათ ეს მოთხოვნები წაუყენეს აჭარის პროკურატურასა და მთავრობას, დღეს დაუბრუნეს. ხელვაჩაურის რაიონულმა პროკურატურამ ყველა მეპატრონეს გადასცა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე მათ გადაეცათ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მათთვის საარსებო წყაროს წარმოადგენდა და 11 თვე იყო დალუქული“, – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი