უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 თებერვალი, 2017 16:30
font-size

პროკურატურამ ნაადრევი განცხადება გააკეთა - გიგლა ბარამიძე

“დემოკრატიული მოძრაობის” გენერალური მდივნის, გიგლა ბარამიძის განცხადებით, პროკურატურამ იჩქარა, როცა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის შესახებ აცნობა საზოგადოებას.

„პროკურატურის სტილია ეს, გამოვარდებიან, რაღაცას იტყვიან, წამოაყრანტალებენ, რასაც მოჰყვება დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, შემდეგ გაისუსებიან და ყოველ თავის სიტყვას მოაყოლებენ კომენტარს, რომ „თქვენ არასწორად გაიგეთო“, - ამბობს ბარამიძე.

„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივნის თქმით, პროკურატურის „ნაჩქარევი“ განცხადება მიმართულია იქით, რომ სხვა საკითხები გადაფაროს.

„იტყვიან, ატეხენ ერთ ამბავს და ისე ჩაივლის, თითქოს არაფერი არ მომხდარა. და რჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ ძალებს სჭირდება საპატრიარქოს კომპრომეტირება, შეიძლება, ხელისუფლება ცდილობს, რამე გადაფაროს, ამიტომ ბევრი კითხვა ჩნდება“, - თქვა ბარამიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ბარამიძე ამბობს, რომ აჟიოტაჟი ატყდა ისე, საპატრირქოს ოფიციალური პოზიცია დღემდე უცნობი რჩება.

„როცა პატრიარქს არ უთქვამს თავისი სიტყვა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, როცა საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, როცა წმინდა სინოდს ოფიციალურად არ აქვს გამოთქმული თავისი მოსაზრებები, მე ვფიქრობ , ნაადრევია ასეთი აჟიოტაჟი საზოგადოების ნაწილისა და ხელისუფლების მხრიდან“, - ამბობს ბარამიძე.

ბარამიძის განცხადებით, დაუჯერებელია, რომ „21-ე საუკუნეში ციანიდით დადიან საზღვრიდან საზღვარზე საწამლავის გადასატანად“.

ანა მებურიშვილი

რეგულაციების გამკაცრების რისკ-ფაქტორები შეიძლება გაიზარდოს - ეკატერინე ტიკარაძე

1 ივნისი, 2020 , 17:45

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჭიროა, მოქალაქეებმა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, თუ არ მოხდება მოქალაქეთა თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, შესაძლოა, მ

ახალი დანადგარები მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან დაიცავს - „ჯორჯიან მანგანეზი“

1 ივნისი, 2020 , 17:45

„ჯორჯიან მანგანეზი“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ახალ, მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგადაც, ჭიათურაში მდინარე ყვირილას წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება,- ამის შესახებ ინფორმაციას კომ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1172 ლარი გახდა

1 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1761 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ნინოობის დღესასწაულს ფოკიდან ულოცავს

1 ივნისი, 2020 , 17:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მორწმუნეებს წმინდა ნინოს ხსენების დღე ფოკიდან მიულოცა. როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, დღეს საქართველოსთვის ძალიან დიდი დღეა.

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა - კათოლიკოს პატრიარქი

1 ივნისი, 2020 , 17:10

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება, – ამის შესახებ საქა

პანდემიის პირობებში ბავშვთა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

1 ივნისი, 2020 , 17:10

საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს ბავშვების სოციალური ყოფის გაუმჯობესებისა და ძალადობის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს. "1 ივნისი ბავშვთა დაცვის ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!