უკან

სამართალი

20 მაისი, 2017 17:10
font-size

პროკურატურამ ო. წოწორიას საცხოვრებელ ბინაში იარაღის და საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა

მთავარმა პროკურატურამ ო.წოწორიას საცხოვრებელ ბინაში იარაღის და საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში:

,,2017 წლის 18 მაისს, შსს ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ოთარ წოწორიას საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. იმავე დღეს, გამოძიების მიერ, გადაუდებელ შემთხვევაში, ჩატარდა ოთარ წოწორიას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომელსაც ოთარ წოწორიასთან ერთად ესწრებოდა მისი ადვოკატი. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა რევოლვერი და სხვადასხვა სახის 227 ვაზნა. გადაუდებელ შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ. რევოლვერის და ვაზნების ვარგისიანობის დადგენის მიზნით საქმეზე დაინიშნა და ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რევოლვერი დამზადებულია კუსტარული წესით, მაგრამ არ არის ვარგისი სროლისთვის და არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო ამოღებული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

გამოძიების მიერ დაიკითხა ოთარ წოწორია და მისი ოჯახის წევრები: მეუღლე, მეუღლის და და ოთარ წოწორიას სიდედრი, რომელთა ჩვენებების საფუძველზე დადგინდა, რომ ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა ოთარ წოწორიას სიმამრს - ა. ა-ს. ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა ა. ა-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მაგრამ ვინაიდან იგი 2017 წლის 11 მაისს გარდაიცვალა, პროკურორის დადგენილების საფუძველზე 2017 წლის 20 მაისს, სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირის გარდაცვალების გამო.’’

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძარცვაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2018 , 14:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძარცვაში ბრალდებული ა.შ. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოშ

უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2018 , 13:50

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ა.კ. დამნაშავედ ცნო. საქართველოს მთავარი პროკურატუ

ორი ტრანსგენდერის მიმართ ძალადობის ფაქტზე შსს-მ სამი პირი დააკავა

13 ნოემბერი, 2018 , 13:50

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. როგორც შსს-ს მიერ გავრცლებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბ

ირაკლი ფირცხალავა კლინიკაში გადაიყვანეს

13 ნოემბერი, 2018 , 13:00

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა ოპერაციის ჩატარების მიზნით სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ფირცხლავას გადაყვანა მისი

თბილისში ტაქსის მძღოლის ავტომობილი კლიენტმა გაიტაცა

13 ნოემბერი, 2018 , 11:20

თბილისში ტაქსის მძღოლის ავტომობილი კლიენტმა გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მანქანის მფლობელს კლიენტმა საჭესთან დაჯდომა სთხოვა. „ვტაქსაობდი და კლიენტი ცდილობდა მანქანის გატაცებას. ვითომ ყიდვ

ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 ნოემბერი, 2018 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული ზ.ლ. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დად