უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 მაისი, 2017 11:50
font-size

პროკურატურამ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მასალები გამოითხოვა

მთავარი პროკურატურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

,,საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წერილობით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მოითხოვა ხსენებულ უწყებაში მიმდინარე შემოწმების მასალების გადმოგზავნა, რომელიც შეეხება ქ. თბილისის მერიის მიერ, 2016 წლის პერიოდში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (მიწის ნაკვეთების) გადაცემის კანონიერებას.

საქართველოს გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას მიერ მედიასაშუალებებში გაკეთდა არაერთი განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობდა 2016 წელს, თბილისის მერიის მიერ მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხის კანონიერებას და მასში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები.

მიუხედავად არაერთი განცხადებისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არ მოხდა აღნიშნული მასალების გასაჯაროება და რეაგირების მიზნით სამართალდამცავი ორგანოსთვის გადაგზავნა.

ვინაიდან ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალების გადაგზავნა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამართალდამცავ ორგანოში, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭიანურებს, საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება თავად გამოითხოვოს აღნიშნული მასალები შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის.

წერილი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დღეს გაუგზავნა.’’

პროკურატურა ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი უკრაინის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

28 ნოემბერი, 2020 , 12:15

გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად, ლუქსემბურგში ექსტრადიციის მიზნით ევროპის ყველაზე სერიოზულ ძებნილთა სიაში მყოფი პირი დააკავეს, – ამის შესახებ პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი. „2020 წლის 2

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

28 ნოემბერი, 2020 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერატიულ-საგ

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ უკანონო თვალთვალში ბრალდებულ ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

27 ნოემბერი, 2020 , 16:10

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით, ვასამბეკ ბოკოვის სახელით

ანტიკორუფციული სააგენტომ ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორი და კიდევ 3 პირი დააკავა

27 ნოემბერი, 2020 , 14:20

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგ

თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

27 ნოემბერი, 2020 , 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.ბ. დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. როგორც

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა

25 ნოემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე ა. გ.-ს ბრალდება წარუდგინა.