უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 იანვარი, 2018 11:10
font-size

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით.

როგორც მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი.

,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობდა გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მე-2 სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მსროლელის ბ.რ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე. 2017 წლის 28 ოქტომბერს დ.ჯ.-ს წარედგინა ბრალდება ბ. რ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ბრალდებულ დ.ჯ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს არსებითი განხილვა. რაც შეეხება გარდაცვლილი ბ.რ-ს ოჯახის წევრებს, აღნიშნულ საქმეში ისინი დაზარალებულად არიან ცნობილი და სრულად იცნობენ საქმეში არსებულ მასალებს. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის წარმომადგენლებს მათთან არაერთხელ ჰქონდათ შეხვედრა, თუმცა არცერთი შეხვედრის დროს დაზარალებულებს გარდაცვლილის მობილური ტელეფონი და ფოტო-ვიდეო მასალა არ წარმოუდგენიათ. გუშინ გავრცელებული ვიდეოკადრების შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, პროკურატურის წარმომადგენლის მიერ განხორციელდა კომუნიკაცია ბ.რ.-ს ოჯახის წევრებთან და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატთან. მათ მოითხოვეს შეხვედრის გადადება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადევაში.

ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

19 ნოემბერი, 2018 , 17:15

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობისთვის, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებული დ.ხ. და

,,ქართული ოცნების“ დეპუტატს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

19 ნოემბერი, 2018 , 16:25

თბილისის საქალაქო სასამართლომ კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თემურ გორგაძე ქრთამის აღების საქმეზე დამნაშავედ ცნო. საკრებულოს დეპუტატს ბრალად სამსახურებრივი მდგომარეობის

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატი საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს

19 ნოემბერი, 2018 , 16:25

არადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით დაკავებული მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატის განცხადებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. უფლებადამცველმა გაგი მოსიაშვილმა მოსამართლეს თემურ აბაზოვის საქმის ობიექტური

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 9 წლით და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 ნოემბერი, 2018 , 12:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენაში ბრალდებული მ.ჯ. და ი.ტ. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგ ვიდეოჩანაწერები ვრცელდება (ვიდეო)

19 ნოემბერი, 2018 , 11:20

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ ახალ ფარული ვიდეომასალას ავრცელებს, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი და "ომეგა ჯგუფის" წარმომადგენლები მონაწილეობენ. ექვს ვიდეო ფაილში იმ საუბრის ცალკეული ეპიზოდებია აღბეჭდილი, რომელიც სპო

სასამართლომ ძალაში დატოვა ცესკოს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის შესახებ

17 ნოემბერი, 2018 , 18:47

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ რ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`