უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 ივლისი, 2021 14:00
font-size

პროკურატურამ შვედეთის მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შვედეთის სამეფოს მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ა.ჩ.-მ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დააფუძნა არარეზიდენტი საწარმო, რომლის სახელზეც საბანკო ანგარიში გახსნა ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში.

„ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მეშვეობით, სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს შვედეთის სამეფოს მოქალაქესთან, რომელსაც წარსულში დაკარგული აქციების დაბრუნებაში თითქოსდა დახმარების აღმოჩენის პროცესში, ჯამში 73 000 ევრო (226 947.5 ლარი) მოტყუებით გადაარიცხინეს ჩეხეთში, ა.ჩ.-ს მიერ დაფუძნებული არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშზე, რასაც ა.ჩ., ზ.დ. და თ.წ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულებმა დაანაწევრეს და არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხეს საქართველოში, ა.ჩ.-ს, თ.წ.-ს და მათთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშზე.

აღნიშნული ქმედებებით, ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ ჯამში 48 900 ევროს (151 416.9 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

ა.ჩ.-ს, ზ.დ.-ს და თ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 11 პირი დააკავა, ოთხი კი პასუხისგებაში მისცა

16 სექტემბერი, 2021 , 15:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსმენის თაობაზე გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

14 სექტემბერი, 2021 , 17:05

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის გამოძიების ყველ

პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

14 სექტემბერი, 2021 , 14:10

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო. "საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინ

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საჩივარი მიიღო

14 სექტემბერი, 2021 , 12:28

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადებული კიდევ ერთი სარჩელი მიიღო წარმოებაში, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას

პოლიციამ არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

14 სექტემბერი, 2021 , 11:26

პოლიციამ არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს

შსს-მ თბილისსა და ქუთაისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

13 სექტემბერი, 2021 , 12:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისსა და ქუთაისში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და სამი პირი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი