უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

21 თებერვალი, 2017 15:30
font-size

პროკურატურამ უკანონოდ მსჯავრდებული პირების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული ორი პირის, თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდლობის საავიაციო ბრიგადის ტაქტიკური სადაზვერვო ესკადრილიის ყოფილი მეთაურის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილის მამუკა ზოიძისა და პოლიტპატიმარ ბაკურ კიღურაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. -ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ორივე მსჯავრდებული პირის მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი გასამართლებულნი არიან.

2012 წლის 1 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდლობის საავიაციო ბრიგადის ტაქტიკური სადაზვერვო ესკადრილიის მეთაური მამუკა ზოიძე დამნაშავედ სცნო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ტარების ფაქტზე.

2011 წლის 6 ოქტომბერს, მაიორი მამუკა ზოიძე გამოიძახეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში და არარსებული ჯაშუშობის აღიარება მოსთხოვეს. მამუკა ზოიძემ აღნიშნული ბრალდება კატეგორიულად უარყო, რის შემდეგაც მას გახადეს სამხედრო ფორმა, ჩააცვეს სპორტული ტანსაცმელი, თავზე ჩამოაცვეს ტომარა და ფარულად გადაიყვანეს ვაზიანის ჰაუპტვახტში. ოფიციალურად კი მისი დაკავების ვერსიად გაფორმდა თითქოსდა პირადი ჩხრეკისას მას ამოუღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი. პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მამუკა ზოიძეს, ცეცხლსასროლი იარაღი იმჟამინდელი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების დავალებით ჩაუდეს და სამხედრო მოსამსახურისთვის ღირსების შეურაცხყოფით უკანონოდ დააკავეს.

მ.ზოიძე დაჯილდოებული იყო პირველი და მეორე ხარისხის მედლებით ,,უმწიკვლო სამსახურისთვის“ და გამოჩენილი მამაცობისთვის ,,გენერალ კვინიტაძის“ მედლით. ასევე მონაწილეობდა 2007 წელს ერაყის სამშვიდობო მისიაში და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პატიმრობის შეფარდებიდან 5 თვის შემდეგ მ.ზოიძე გათავისუფლებული იქნა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე და გათავისუფლებიდან 1 თვეში აღდგენილი იქნა თანამდებობაზე.

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება ასევე მიღებულ იქნა ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულის პოლიტპატიმარ ბაკურ კიღურაძის მიმართ, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 7 მარტის განაჩენით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება ბაკურ კიღურაძეს ედავებოდა, რომ თითქოს ის 2002 წელს, რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურის დავალებით, სხვა მეცნიერ მუშაკებთან ერთად, გლობალიზაციის პირობებსა და ეპოქაში საქართველოს ნეიტრალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ სამეცნიერო ნაშრომს ქმნიდა და საკუთარ საცხოვრებელ სახლში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ინახავდა.

ჩატარებული ახალი გამოძიებით დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ ბაკურ კიღურაძის მიმართ მტკიცებულებათა შეგროვება კანონის უხეში დარღვევით, ხელოვნურად მოხდა. კერძოდ საპატიმრო დაწესებულებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 1 კვირის მანძილზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას პოლიტპატიმრის ჯაშუშობაში მამხილებელ მთავარ მოწმეზე, რის შედეგადაც მოწმეს ხელი მოაწერინეს მათ მიერ შეთხზულ ჩვენებაზე. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საიდუმლო მასალა, რომელიც ბაკურ კიღურაძის საცხოვრებელი ბინიდან იქნა ამოღებული, ჩხრეკის ჩატარებამდე 1 დღით ადრე ე.წ. ,,მოდულის“ შენობაში ინახებოდა და ამ მასალის მტკიცებულების სახით გამოყენების მიზნით, დაკავების წინა დღით დაწყებული იყო მისი თარგმნა.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ წარმოებული ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ორივე მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მათი უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს.

პროცესის, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო შეუქცევადი ხასიათი აქვს.

დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 22 პირის საქმეზე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბარნოვის ქუჩაზე საკუთარი გერის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის მტკიცებით, ის მკვლელობის მომენტში თავს იცავდა

19 სექტემბერი, 2018 , 13:50

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის მტკიცებით, ის მკვლელობის მომენტში გამრეკელაშვილისგან თავს იცავდა. ბაქრაძის თქმით, თავდაპირველად თამარ გამრეკელაშვილმა გაიწია მისკენ დ

განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 სექტემბერი, 2018 , 13:50

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლ. გ. და ძალადობაში ბრალდებული ო. მ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით,

აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი პატიმრობაში დატოვა

19 სექტემბერი, 2018 , 12:20

აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საკასაციო სარჩელი და პატიმრობაში დატოვა. მუხთარლი შეკინის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. თვითონ მუხთარლი პროცესს არ დასწრე

საკონსტიტუციო სასამართლო 112-ის გადასახადთან დაკავშირებით მოქალაქის სარჩელს არსებითად განიხილავს

18 სექტემბერი, 2018 , 16:25

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილისა და ადვოკატთა ჯგუფის სარჩელს არსებითად განიხილავს. მოსარჩელეს აინტერესებს, რამდენად კანონიერია გადასახადი, რომელსაც საქართველოში ფიზიკური და

თამბაქოს მოხმარების კუთხით დაწესებული შეზღუდვები, აკრძალვები და სანქციები მსუბუქდება

18 სექტემბერი, 2018 , 16:25

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც თამბაქოს მოხმარების კუთხით დაწესებული შეზღუდვები, აკრძალვები და სანქციები გარკვეულწილად მსუბუქდება. ამ მიმართულებით “თამბაქოს კონტრო

რესპუბლიკური საავადმყოფოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა შესაძლოა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის

18 სექტემბერი, 2018 , 14:00

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის“ მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად, „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში” (ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფო) ფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`