უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 თებერვალი, 2016 12:00
font-size

პროკურატურამ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტი გახსნა

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია 2004 წელს სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტი. აღნიშნულ საქმეზე, დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე.

ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2004 წლის იანვრის თვეში, საქართველოს ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ ითავეს.

გიორგი ლაცაბიძის ხელმძღვანელობით გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და საგადასახადო რევიზია ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის კუთვნილი „ომეგა ჯგუფი“-ს მიმართ, რომელიც იმჟამად საქართველოში ახორციელებდა ტელემაუწყებლობას ,,იბერია ტვ“-ს სახით, საგამომცემლო და სამეწარმეო საქმიანობას.

ამასთან, ,,ომეგა ჯგუფი“-ს ყველა ოფისში, მათ შორის ტელეკომპანია „იბერიაშიც“ განლაგდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, დალუქეს კომპანიის ინვენტარი, პროდუქცია და მომუშავე პერსონალი შენობებიდან გამოყარეს, რამაც შედეგად გამოიწვია ტელეკომპანია „იბერიის“ და გაზეთ ,,ახალი ეპოქის“ საქმიანობის შეწყვეტა და წარმოების გაჩერება.

აღნიშნულის შემდგომ, 2004 წლის შემოდგომაზე, გიორგი ლაცაბიძემ გენერალურ პროკურატურაში დაიბარა ,,ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ლევან აღდგომელაშვილი, რომელსაც „ომეგა ჯგუფის“ კომპანიების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი პრობლემების მოგვარების და კომპანიის ტერიტორიიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის გაყვანის სანაცვლოდ „იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობა კატეგორიულად მოსთხოვა.

ვინაიდან ხსენებული პირობის შესრულება „ომეგა ჯგუფის“ ბიზნესის გადარჩენის და საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი გზა იყო, კომპანიის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ თანხმობა განეცხადებინათ ტელეკომპანიის სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის უკანონო მოთხოვნაზე და მოგვიანებით ამის შესახებ გიორგი ლაცაბიძეს აცნობეს.

ამის პარალელურად, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა თავისთან დაიბარა იმჟამინდელი ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი და აცნობა, რომ ტელეკომპანია „იბერია ტვ“ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდა, რის გამოც ტელეკომპანიას მაუწყებლობა უნდა შეწყვეტოდა, ხოლო მაუწყებლობის ლიცენზია ხელისუფლების კონტროლქვეშ მოქცეულიყო, რა მიზნითაც დიმიტრი ქიტოშვილს უნდა უზრუნველყო წილების დათმობის და გადაფორმების იურიდიული პროცედურები და მოეძებნა სანდო პირი, რომელსაც ლიცენზიას გადასცემდნენ.

პროკურატურის მიერ შემუშავებული ლიცენზიის დათმობის დანაშაულებრივი გეგმის თანამხად, 2004 წლის 07 დეკემბერს, ლევან აღდგომელაშვილი და „იბერია ტვ“-ს დამფუძნებლები დაიბარეს კოსტავას ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში ნოტარიუს ნუნუ გინტურთან, სადაც ხელი მოაწერეს დიმიტრი ქიტოშვილის მიერ წინასწარ მომზადებულ დოკუმენტებზე, რომლის თანახმადაც შპს „იბერია ტვ“ გაიყო ორ სუბიექტად და სამართალმემკვიდრეებად გამოცხადდნენ შპს „ტელეკომპანია აისი“ ტელელიცენზიის ნაწილში, რომელსაც გადაეცა №702 საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზია და შპს „იბერია TV“-ი, რომელსაც გადაეცა დანარჩენი ქონება. აღნიშნულის შედეგად, „ტელეკომპანია აისის“ დირექტორი, 100% წილის მფლობელი და შესაბამისად, ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მესაკუთრე გახდა დიმიტრი ქიტოშვილის მეგობარი დავით კაკაურიძე, ხოლო შემდეგ ბიძინა ნიჟარაძე.
2007 წლის 12 სექტემბერს, ზურაბ ადეიშვილის მითითებით დიმიტრი ქიტოშვილმა ტელეკომპანიის ლიცენზია საკუთარი მეგობრის ბიძინა ნიჟარაძისგან ფიქტიური ხელშეკრულებით ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებულ პირზე იოსებ მგელაძეზე გადააფორმა, რომელმაც თავის მხრივ 2012 წლის 21 თებერვალს იგი შპს ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპ’’-ს გადასცა და ლიცენზია კვლავ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის გიორგი არველაძის ხელში აღმოჩნდა.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ომეგა ჯგუფის“ მფლობელებმა შეასრულეს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის მოთხოვნა, მთავრობის დადგენილებით მოხდა „ომეგა ჯგუფის“ გადასახადების რესტრუქტურიზაცია და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმაც დატოვეს „ომეგა ჯგუფის“ ტერიტორია.

ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის იძულებით დათმობას კი შედეგად მოჰყვა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტა.

საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს და მის მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით.

ამასთან, საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ,,ომეგა ჯგუფის“ კომპანიებში სამართალდამცავების მხრიდან კომპანიის ქონების დაზიანების და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, რის შედეგების შესახებაც პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების დასრულებისთანავე მიაწვდის.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის რომელი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული მას შემდეგ გაირკვევა, რაც შსს დასკვნას დეტალურად გაეცნობა

20 სექტემბერი, 2018 , 17:30

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მნიშვნელოვანია არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებები. მისივე თქმით, თუკი შეფასებები იქნება ა

დადგინდა ის პირი, ვისაც პროკურატურა აფარებდა ხელს - ოთარ კახიძე ხორავას ქუჩის საქმეზე

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, კომისიის საბოლოო დასკვნაში საუბარია კონკრეტული პირების სისხლის სამართლისა და პოლიტიკურ პასუხისმგებ

დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე უწყებათშორისი

ინტერპოლის წევრი ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრები თბილისში მიმდინარეობს

20 სექტემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია „ინტერპოლის“ ორგანიზებით, თბილისში, ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ შექმნ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისა და ტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის ფაქტებზე 36 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

19 სექტემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მეწარმე სუბიექტების მიერ სახელმწი

წელს უკანონო ბრუნვიდან 25 კილოგრამი ჰეროინია ამოღებული და 143 ნარკორეალიზატორია დაკავებული

19 სექტემბერი, 2018 , 16:35

შინაგან საქმეთა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 16-17 სექტემბერს, ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`