უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 თებერვალი, 2023 12:40
font-size

საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერას და ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ქვეყანაში მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ პროექტს - Data Challenge-ს ახორციელებს. პროექტის მიზანი საქართველოში მონაცემთა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულების გაძლიერებაა. Data Challenge სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საკუთარი პოტენციალის გამოვლენის, ახალი კავშირების დამყარებისა და საქართველოს ბანკში დასაქმების ძალიან კარგი შესაძლებლობაა.

აღსანიშნავია, რომ Data Challenge უკვე მეორედ გაიმართა. მის ფარგლებში, მონაწილეებს უნდა შეექმნათ ისეთი ინოვაციური მეტყველების ტექნოლოგია, რომელიც საქართველოს ბანკის Facebook-ზე, მომხმარებლის მიერ დატოვებული უკუკავშირის ანალიზის შედეგად, მოახდენდა ბანკის მიმართ დამოკიდებულების იდენტიფიცირებას.

კონკურსში 85 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან მინიმალური ზღვარი 21-მა გუნდმა გადალახა. ერთი თვის განმავლობაში გუნდები აქტიურად მუშაობდნენ ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტის შემუშავებაზე, რომელიც ბიზნესებზე იქნებოდა მორგებული. კონკურსის საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა.

შეჯიბრის ფარგლებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული. პირველი ადგილის მფლობელს 30 000 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს 15 000, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს 5 000 ლარი გადაეცა.

პირველ ადგილზე გუნდი CharliesAngels (ნიკა ლოსაბერიძე, ალექსანდრე აზიზიანი, ნინო ალანია) გავიდა, მეორე ადგილი გუნდმა N3 (ნიკა დოღონაძე, ნიკა ჩხარტიშვილი, ნინო ბასილაია) დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი Synapse NLP (გურამი ქერეჭაშვილი, ნიკა ნიჟარაძე, ერეკლე შიშნიაშვილი) გახდა.

„ბიზნესზე მორგებული თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტები მომავლის ამინდს ქმნიან. ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციების განვითარებას და მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც ტექნოლოგიური ჰაბის პოზიციონირებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინიციატივა სწორედ Data Challenge-ია“, - განაცხადა ირაკლი გოგატიშვილმა, საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, როგორც თანამედროვე და ინოვაციური ფინანსური ინსტიტუტის ინიციატივით, Data Challenge უკვე მეორედ გაიმართა. საინტერესო გამოწვევები მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინონ საკუთარი უნარები, დაამყარონ ახალი კავშირები, გახდნენ მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ინდივიდებისა და ექსპერტების ქსელის წევრი. ასევე, მათ შეუძლიათ შექმნან ტექნოლოგია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნესების გაციფრულებას და ამასთან, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში.

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი