პოლიტიკა


პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ლევან, ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურა მზად არის, თავისი პოზიცია შეცვალოს. თქვენ რით ხსნით პროკურატურის პოზიციის ცვლილებას?
– პროკურატურა იტყუება. სამართლის მეორე კურსის სტუდენტიც კი გაიცინებს ამაზე. “ქართულმა ოცნებამ”, როგორც ჩანს, პროკურატურას უთხრა – რამე გვიშველე! აღკვეთის ღონისძიება გირაო თუ მისაღები იყო, მაშინ ამ გზით არ უნდა წასულიყვნენ. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც პირი გისოსებს მიღმაა.
ხელისუფლების მხრიდან ეს შეთავაზება სახის შენარჩუნებას, შეფუთვას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ სურვილს, რომ ნიკა მელია გარეთ იყოს. მათ უნდათ, ქვეყნის გარეთ პარტნიორებისთვის სათქმელი ჰქონდეთ – ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერი გარეთ იყოს, მაგრამ მას არ უნდა!
– სამართლებრივი ბერკეტი, გარდა პრეზიდენტის შეწყალებისა, რა არსებობს?
– თუ პოლიტიკური ნება იქნება, რასაკვირველია, არსებობს, შემიძლია, ვასწავლო კიდეც: თავად პროკურატურას შეუძლია სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს აღკვეთის ღონისძიების საერთოდ გაუქმებით.
– მელიამ თქვა, განცდა მაქვს, დიდხანს აქ არ დავრჩებიო. გამოუშვებენ?
– რომ უნდა გამოუშვან, ამაში თვითონაც დარწმუნებული არიან, მაგრამ ახლა “ქართული ოცნება” იმ მდგომარეობაშია, როდესაც ყველაზე მეტად სახის შენარჩუნება სჭირდება, ე.წ. ღირსეული გამოსავალი. სჭირდებათ არა იმიტომ, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და მოჰყვა ის, რაც მოჰყვა, არამედ ეს საქმე სამართლებრივად ბოლომდე ვერ მივა შინაარსობრივად.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთადერთი გზა დაგვრჩა: შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის - პრეზიდენტი
9 აპრილი, 2021 , 15:11

ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა შეთანხმება მოხდეს - არჩილ თალაკვაძე
9 აპრილი, 2021 , 14:15
სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 14:15
მომავალ კვირას დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - გიორგი ვაშაძე
8 აპრილი, 2021 , 20:15

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შეზღუდვებს
8 აპრილი, 2021 , 17:00

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს ხვალ წარუდგენს
8 აპრილი, 2021 , 16:30