უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
არქივი
საზოგადოება
პროკურატურაში საჯარო სკოლების მოსწავლეებთან სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ქ.თბილისის რაიონული პროკურატურების ორგანიზებით, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები და ქ.თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორები სკოლის მოსწავლეებს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე ესაუბრნენ, როგორიცაა ნარკოტიკული დანაშაული, ოჯახში ძალადობა, ცივი იარაღის ტარება, ჯანმრთელობის დაზიანება, გამოძიებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, კიბერდანაშაული და ინტერნეტ თამაშები. სკოლის მოსწავლეებისთვის თემაზე ,,არა ძალადობას“, კონკურსში გამარჯვებული საჯარო სკოლების მიერ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება მოეწყო.
მთავარ პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ქ.თბილისის 9 საჯარო სკოლის 100 მოსწავლე ესწრებოდა, განხილული საკითხების ირგვლივ დისკუსია გაიმართა, რა დროსაც პროკურორებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მოზარდებში დანაშაულის პრევენციას, სამართლებრივი ცნობიერების და პროკურატურის მიმართ ნდობის ამაღლებას.