უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 მარტი, 2018 10:35
font-size

პროკურატურაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუალედური ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 2017 წელს დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუალედური ინფორმაციის საფუძველზე, ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე გამოძიება ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას და მათ შორის დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კიდევ ერთხელ ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2017 წლის 22 მაისს გამოქვეყნებული შუალედური ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2017 წლის 23 მაისს დაიწყო და მიმდინარეობს გამოძიება ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რის შესახებაც ოფიციალური განცხადება მყისიერად გამოქვეყნდა მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე და გაშუქდა მედიასაშუალებებით. (http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1237) (http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1234 )

გამოძიების ფარგლებში ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის 22 მაისს გამოქვეყნებულ შუალედურ ინფორმაციაში მითითებული საკითხების, კერძოდ: 2016 წლის 15 აპრილს, შპს ,,ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის“ საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ამჟამად ნაკვეთზე გადის მუნიციპალური გზა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის არსებული ორი მიწის ნაკვეთის, გაცვლის ფორმით პრივატიზებისა და 2016 წლის 15 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, შპს ,,ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტისთვის“ ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩასა და ინტენსიფიკაციის გზას შორის მდებარე 3 557 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზების კანონიერების შესწავლა.

ამჟამად სისხლის სამართლის საქმეზე, მიმდინარეობს როგორც საგამოძიებო, ისე საპროცესო მოქმედებები. შესაბამისი საექსპერტო შეფასების მიზნით, გამოძიების მიმდინარეობაში ჩართულია საქართველოს პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურამ ასევე გაასაჯაროვა ინფორმაცია როგორც ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1254, ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებით.

გამოძიების შედეგის შესახებ ეცნობება საზოგადოებას.“ - ნათქვამია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი