უახლესი ამბები
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
- 18.04.2024 13:57ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი
- 18.04.2024 13:06კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი
- 18.04.2024 11:40ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
არქივი
საზოგადოება
პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ
მთავარ პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც ჟურნალისტებს დაზარალებულთა ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა განუცხადა, აქციის მონაწილეები აპირებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ.
მისი ინფორმაციით, დაზარალებული მოვაჭრეები, ფაქტობრივად, ორი წელია პროკურატურისგან დამნაშავის გამოვლენასა და მის დაკავებას ითხოვენ.
ამასთან, აქციის მონაწილეები „ბავშვთა სამყაროს" დირექციისგან ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
„საქართველოში გვყავს მატყუარა და ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი პროკურატურა. იმის ნაცვლად, რომ დააკავონ დამნაშავეები და ის, ვინც ამ ოჯახების გენოციდი შეუკვეთა, გადაწვა „ბავშვთა სამყარო“, გვესმის, რომ ეს ადამიანები ზიანის ანაზღაურებას პროკურატუტისგან ითხოვენ. ასე არ არის, პროკურატურა ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. ეს ადამიანები დამნაშავის დასჯას და გამოვლენას ითხოვენ. ხელისუფლება და პროკურატურა ხელს აფარებენ დამნაშავეებს და არ იჭერენ. დღეს, ეს ხალხი ამბობს, რომ ბენზინი უნდა გადაისხან და თავი უნდა დაიწვან. პროკურატურა და ხელისუფლება დუმს და არაფერს აკეთებენ,“ - განაცხადა სიხუაშვილმა.