უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 ივნისი, 2016 12:45
font-size

პროკურატურა ზურაბ ჯამალაშვილთან საპროცესო შეთანხმების მიღწევას ფსიქოლოგიური ზეწოლით ცდილობს - ადვოკატები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფარული მიყურადების საქმეზე ბრალდებული, ზურაბ ჯამალაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი ფოფხაძემ განუცხადა, პროკურატურის მხრიდან ჯამალაშვილსა და მის მეუღლეზე, თეა ჯამალაშვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება, რათა მისგან თანხმობა მიიღონ საპროცესო შეთანხმებაზე.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის წარმომადგენლებმა ჯამალაშვილს ხელი მოაწერინეს განცხადებაზე, რომელიც მის აცილებას შეეხებოდა.

,,შედიან პირდაპირ, ყოველგვარი ადვოკატის გარეშე. ისე, რომ არც მაფრთხილებენ. მოკიდეს ხელი და აცილება ათქმევინეს ჩემზე. ის მოატყუეს, უთხრეს, რომ ყველა აძლევს ჩვენებას. იყო ფსიქოლოგიური წნეხი, ზეწოლა.

მეუღლე ჰყავდათ დაბარებული თან, ორსული მეუღლე. ეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად უნდა გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. დოკუმენტების გაცვლის დროს, აქ როგორც ჩემზე, ისე მეუღლესთან მიმართებაში იყო მუქარა. მუქარა იყო, რომ თქვენ რასაც მოიგებთ ამით, ვნახოთ. ეს იყო მთელი თბილისის პროკურატურა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს უკვე ზღვარსგადასულია მათი ქმედებები და არ ჯდება არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში’’, - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

თავის მხრივ, როგორც კიდევ ერთმა ბრალდებულის ადვოკატმა გვანცა ცუტიძემ აღნიშნა, ზურაბ ჯამალაშვილმა მასთან კონსულტაციის შემდეგ კვლავ უარი თქვა სახაზინო ადვოკატზე.

,,შევხვდი ზურაბ ჯამალაშვილს და მან განმიცხადა, რომ მოაწერინეს ხელი განცხადებაზე ადვოკატის აცილების შესახებ, თუმცა მისი ნება ეს არ ყოფილა. ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, იმაზე, რომ მაინც დადგება გამამტყუნებელი განაჩენი და მისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ მოაწერდა ხელს საპროცესი შეთანხმებას. ამით გადაიყვანდნენ ე.წ. ზონაზე - ღია ტიპის დაწესებულებაში. აგრეთვე, მას უთხრეს, რომ ყველა ბრალდებულმა მოაწერა ხელი საპროცესო შეთანხმებას და მხოლოდ ის იყო დარჩენილი. შედეგად, ზურამ მოაწერა ხელი ამ განცხადებებს, თუმცა სწორი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ მან უარი განაცხადა და აგრეთვე თქვა, რომ არ საჭიროებდა სახაზინო ადვოკატს’’, - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ჯამალაშვილს ფარული მიყურადების საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ნინო ექვთიმიშვილი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მარტი, 2024 , 12:46

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

22 მარტი, 2024 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა

22 მარტი, 2024 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის

21 მარტი, 2024 , 11:16

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა - SJC

20 მარტი, 2024 , 14:53

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ქმედების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

20 მარტი, 2024 , 11:27

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი