უახლესი ამბები
- 15.02.2019 22:54„ბერმელის“ სარჩელი ყოფილ თანამშრომლებთან ყალბი სესხებით 20,260 ლარის მითვისებაზე, არ დაკმაყოფილდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“
- 15.02.2019 17:22ბათუმში დანგრეული სინაგოგის გადარჩენის კამპანიას სათავეში ისრაელის სახლი ჩაუდგება
- 15.02.2019 17:00ეროვნული ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა
- 15.02.2019 17:00მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა
- 15.02.2019 17:00SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა `ხავერდის მზე` გაიმართება
- 15.02.2019 16:40ავტომობილი ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა
- 15.02.2019 16:40საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები განათლების სექტორში - როს უილსონი
- 15.02.2019 16:40სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება - გიორგი ქობულია
- 15.02.2019 16:40მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა - დაშავებულია 5 ადამიანი
- 15.02.2019 16:40„ენგურჰესი“ მუშაობის შეწყვეტის საფრთხის წინაშეა
არქივი
სამართალი


პროკურატურის გადაწყვეტილებით დაზარალებულ კომპანიებს უკანონოდ ჩამორთმეული საფრენი აპარატები დაუბრუნდებათ
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც დაზარალებულ კომპანიებს: შპს ,,FLY ADJARA”-ს და შპს ,,ავიატორს“ დაუბრუნდებათ 2012 წლის გაზაფხულზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ თვითნებურად და უკანონოდ დაუფლებული საფრენი აპარატები: ვერტმფრენები და 2 თვითმფრინავი.
,,დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ დაუფლების მორიგი დანაშაულებრივი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,,FLY ADJARA”-ს 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული კანონიერ საკუთრებაში გააჩნდა 10 ცალი „EXEC162F“ საფრენი აპარატის კომპლექტი, ხოლო შპს ,,ავიატორს“ 2010 წლიდან კანონიერ საკუთრებაში გააჩნდა ერთი comp air 8“ მოდელის 6-8 ადგილიანი თვითმფრინავი და ერთი „comp air 10“ მოდელის 7-10-ადგილიანი თვითმფრინავი, ასევე 3 ერთეული „EXEC162F“ საფრენი აპარატი.
2012 წლის გაზაფხულზე, აღნიშნული საფრენი აპარატები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ინტერესის ქვეშ მოექცა და მათი უკანონოდ დაუფლება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტზე დაქვემდებარებულმა თანამშრომლებმა მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე შპს ,,ავიატორის“ ანგრებიდან ხსენებული საფრენი აპარატები ამწის გამოყენებით ტრაილერებზე დატვირთეს და მათი შემდგომი გამოყენების და დაუფლების მიზნით ქ.თბილისში 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანეს, რის შედეგადაც მესაკუთრეებს ჩამოერთვათ მათი ქონების ფლობისა და განკარგვის შესაძლებლობა.
პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ,,FLY ADJARA”-ს წარმომადგენელს ნოდარ კაკაბაძეს და შპს ,,ავიატორის“ წარმომადგენელს ჯუმბერ დიასამიძეს დაუბრუნდებათ ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე განთავსებული და დასაწყობებული 2 ერთეული comp air 8 და comp air 10 ტიპის თვითმფრინავი, 3 ერთეული „EXEC162F“ ტიპის შვეულმფრენი და იმავე ტიპის 10 ერთეული შვეულმფრენის ასაწყობი კომპლექტი.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, მათ მიმართ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება’’, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
საკვანძო სიტყვები:

„ბერმელის“ სარჩელი ყოფილ თანამშრომლებთან ყალბი სესხებით 20,260 ლარის მითვისებაზე, არ დაკმაყოფილდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“
15 თებერვალი, 2019 , 22:54

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა
15 თებერვალი, 2019 , 13:05

მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 7 768 ლარს - მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს
15 თებერვალი, 2019 , 10:40

იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 არასრულწლოვანი
15 თებერვალი, 2019 , 10:35
თსუ-ის მეცნიერების საქმეზე ახალი გარემოებები და უცნობი ფაქტები გამოიკვეთა -„ახალგაზრდა ადვოკატები“
14 თებერვალი, 2019 , 23:28

შსს-მ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ორი თანამშრომელი გაათავისუფლა
14 თებერვალი, 2019 , 11:20