უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 თებერვალი, 2017 13:50
font-size

პროკურატურის მიერ მიღებული ზომები ბრალდებულ გიორგი მამალაძეს აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განზრახ მკვლელობის მომზადებისათვის არის დაკავებული, ამ დრომდე არ ეძლევა საკუთარი პოზიციის საზოგადოებისათვის გაცნობის შესაძლებლობა.

,,მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პროკურატურას ანიჭებს უფლებამოსილებას, პროცესის მონაწილე პირები, მათ შორის ადვოკატები, დაავალდებულოს მისი თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში არსებული ცნობები, დაუშვებელია ეს მექანიზმი დაკავებული პირის ინტერესების საზიანოდ იყოს გამოყენებული. მოცემულ საქმეზე ნათელი ხდება, რომ პროკურატურის მიერ მიღებული ზომები, ბრალდებულს აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ერთის მხრივ, პროკურატურა ღიად საუბრობს საქმისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა გარემოებაზე, ხოლო მამალაძე და მისი ადვოკატები ვერ პასუხობენ საჯაროდ გაჟღერებულ ბრალდებებს.

გარდა ამისა, პოლიტიკური თანამდებობის პირები კვლავაც აგრძელებენ საჯარო განცხადებების გაკეთებას, რომლის შინაარსი ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს უკვე დადგენილად და უტყუარად წარმოაჩენს, რითაც გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.

- მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაცვის მხარეს მოუხსნას დაწესებული შეზღუდვები;

- ასევე, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღონ შესაბამისი ზომები გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების უსაფრთხოების დასაცავად;

- კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, დაიცვან და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და გამონათქვამებისაგან, რაც სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე წარმოაჩენს ბრალდებულ პირს დამნაშავედ, ხოლო გამოძიების ვერსიას - დამტკიცებულ ფაქტად’’, - ნათქვამია საია-ს განცხადევაში.

ნინო ექვთიმიშვილი

გორში 14 წლის წინ დაკარგული ბიჭის ცხედარს ეძებენ

17 ნოემბერი, 2018 , 13:45

გორში სამართალდამცველები 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ძებნას განაგრძობენ. სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

17 ნოემბერი, 2018 , 11:05

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზ

შვედეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს

16 ნოემბერი, 2018 , 15:40

შვედეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ შვედეთში საქართველოს საკონსულოში განაცხადეს. შვედეთში საქართველოს საკონსულოს განცხადებას საქართველოს

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16 ნოემბერი, 2018 , 13:15

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლე

შვედეთში საქართველოს მოქალაქის დანაწევრებული სხეული იპოვეს

16 ნოემბერი, 2018 , 12:15

შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცის დანაწევრებული სხეულის ნაწილები ქალაქ კალიქსში ადგილობრივებმა მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს.  სამართალდამცავებმა მკველობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებულ

სასამართლომ ადევნებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

15 ნოემბერი, 2018 , 16:35

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადევნებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული ნ.გ. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`