უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 აპრილი, 2018 16:00
font-size

პროკურატურის მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულ შსს-ს ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორი პირის მიმართ, მათ შორის არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო განყოფილების თანამშრომელს გ.ბ.-ს, ხოლო მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელს ი.ბ. -ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გ.ბ. და ი.ბ. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად 11 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. ახალციხეში დააკავეს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.ბ.-მ სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ძმის მეუღლეს შ.ჩ.-სა და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც დაზარალებულებმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ხოლო აღნიშნულის შემდგომ მისმა ძმამ ი.ბ.-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს - შ.ჩ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც შ.ჩ.-ს ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ი.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), ხოლო გ.ბ.-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის მიმართ) წარედგინათ.

ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

ბრალს არ ვაღიარებ - ოთარ ფარცხალაძე

23 მაისი, 2019 , 14:40

ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმეზე დღეს სასამართლომ მხარეების შესავალი სიტყვა მოისმინა. პროცესს რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საქმეში ბრალდებული ოთარ ფარცხალაძეც დაესწრო. მან სხდომის დასრულების შემდეგ ვრცელი კომენტარი არ გ

უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის 8 ფაქტი გამოავლინდა

23 მაისი, 2019 , 13:50

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გ

ოთარ ფარცხალაძე სასამართლოში მივიდა

23 მაისი, 2019 , 12:40

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი სახელმწიფო აუდიტორის, ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძე სასამართლოში მივიდა. მან ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპ

ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას ბრალი ოფიციალურად წარედგინა- აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

23 მაისი, 2019 , 10:31

სოფელ აღაიანში ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. 16 წლის დედისთვის ბრალის წარდგენა გორის პოლიციაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოხდა. არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს მე-11 პრიმა 109-ე

გენერალური პროკურატურა მსჯავრდებულ დ.ღ-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

22 მაისი, 2019 , 20:06

გენერალური პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებულ დ.ღ-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

22 მაისი, 2019 , 18:27

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ დ. ღ-ს პატიმრობა მიესაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახით, 2 წელი და 3 თვე განესაზღვრა. დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს. სასამართლოს გა