უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

22 თებერვალი, 2017 11:50
font-size

პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მასალებში მამა გიორგის რაიმე დანაშაული არ ჩანს - გიორგი ფანცულაია

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მასალებში მამა გიორგის რაიმე დანაშაული არ ჩანს.

მისივე თქმით, მამა გიორგი სხვადასხვა საექსპერტო გამოკვლევაში მონაწილეობას არ გაურბის.

"ორშაბათს მოსული იყო გამომძიებელი, სხვადასხვა საექსპერტო ნიმუშის ასაღებად. მამა გიორგი არ გაურბის ამას, საჯაროდ თქვა და ოქმშიც დააფიქსირა, რომ ის აუცილებლად მიიღებს ამაში მონაწილეობას, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს ამის საშუალებას. ისიც დააფიქსირა, რომ კანონით გათვალისწინებულ ვადებს არ გადააცილებს. ბრალდებულმა ყველა მასალის შესახებ იცის, რაც აქვს პროკურატურას. თუ რამდენადაა ეს მასალები მტკიცებულება, ამის შესახებ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

მისივე ინფორმაციით, მამა გიორგი უახლოეს დღეებში დაარღვევს დუმილის უფლებას და ისაუბრებს საკუთარ უდანაშაულობაზე.

"დუმილის უფლების დარღვევა დამოკიდებული იყო სასულიერო პირების ნებართვასა და კურთხევაზე, ასევე დაცვის ტაქტიკისა და შექმნილი არანორმალური ფონის გამო, რომელიც პროკურატურიდან მომდინარეობდა. გაიარა ამ ეტაპებმა და უახლოეს დღეებში დაარღვევს დუმილის უფლებას, გამოძიებას მისცემს ჩვენებას", - აღნიშნა ფანცულაიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

პროცესი, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა წარიმართოს - ბიზნესომბუდსმენი

18 თებერვალი, 2019 , 17:40

ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე "თიბისი ბანკის" და მისი დამფუძნებლების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ის მზაობას გამოთქვამს, რომ ბანკის წარმომადგენლებს შეხვდეს. "ბანკთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავა

მთავარია, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაიშალოს და ხელისუფლებიდან წავიდეს - დავით ბაქრაძე

18 თებერვალი, 2019 , 16:00

„ევროპული საქართველოს“ საქმიანობაზე უმცირესობის სტატუსის დაკარგვას არანაირი გავლენა არ ექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა,  დავით ბაქრაძე განაცხადა. „გული არ დამწყდება, თუ საპა

შეწყალება არის პრეზიდენტის კომპეტენცია და პარლამენტი არ მონაწილეობს ამ პროცესში - ეკა ბესელია

18 თებერვალი, 2019 , 14:38

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების საკითხზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შეწყალება პრეზიდენტის კომპეტენციაა და მასში პარლამენტი არ მონაწილ

„TBC დაადგამდა თვალს რომელიმე კომპანიას, მიუქსევდა მას სააკაშვილის ვამპირებს და მერე შთანთქამდა პატარა ლიფსიტას“

18 თებერვალი, 2019 , 14:35

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფეისბუქში წერს: „რატომღაც ბევრს გამორჩა სტუდია "მონიტორის" მიერ რადიო თავისუფლებაზე ერთი თვის წინათ გადაცემული სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ აახია 2011 წელს მამუკა ხაზარაძის TBC-მ თამარ და

არ მგონია, რომ მამუკა ხაზარაძე იმდენად გამოუცდელი იყოს, რომ ამ მახეში გაებას - თეა წულუკიანი

18 თებერვალი, 2019 , 12:10

„თიბისი ბანკის“  გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "იმედი LIVE"-ის პირდაპირ ეთერში ილაპარაკა. „არ მგონია, რომ ბანკისადმი ისმოდეს კითხ

“ნუთუ არავის აწუხებს სიგარეტის ფასის ზრდა 70000%-ით, არავინ ხმას რომ არ იღებს?“

18 თებერვალი, 2019 , 12:10

დიზაინერი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს: „შეკითხვას ვსვამ! ნუთუ არავის აწუხებს სიგარეტის ფასის ზრდა 70000%-ით, არავინ ხმას რომ არ იღებს? გაზარდონ ხელფასი და პენსია ევროსტანდარტის შესაბამისად და მერე დააწესონ