უკან
კომენტარი
8 მარტი, 2017 16:35
პროკურატურის მტკიცებულებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს - საპატრიარქოს იურისტი
საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას თქმით, საპატრიარქოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებში ეჭვის შეტანის საფუძველი ამ ეტაპზე არ გააჩნია.
,,არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეჭვი შევიტანოთ პროკურატურის მტკიცებულებეში არ გაგვაჩნია, ვინაიდან მტკიცებულებებს აქვს თავისი სტადიები - მტკიცებულებების მოპოვება, დამაგრება და შეფასება. აქედან გამომდინარე, ნაწილობრივ მტკიცებულებების გამოქვეყნება არ არის მხოლოდ საკმარისი. უნდა მოხდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასება.
საქართველოს საპატრიარქო ობიექტურად ადევნებს ამ მოვლენებს თვალს და დაელოდება ამ მტკიცებულების შეფასების სტადიას - თუ ის რამდენად ავთენტურია. ამ ეტაპზე არ გვაქვს უფლება შევიტანოთ რაიმე ეჭვი”, - განუცხადა ჟურნალისტებს ედიშერ ქარჩავამ.
ნინო ექვთიმიშვილი