უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ნოემბერი, 2016 14:45
font-size

პროკურატურის ორგანიზებით არასრულწლოვნებში გავრცელებული დანაშაულის პრევენციის კვირეული მოეწყო

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, „არასრულწლოვნებში გავრცელებული დანაშაულის პრევენციის“ კვირეულის ფარგლებში, რვა რაიონის საჯარო სკოლების უფროსი კლასის მოსწავლეებს სამართლებრივ საკითხებზე ლექცია-სემინარები ჩაუტარდათ. - აცნობესს მედიანიუსს პროკურატურიდან.

სენაკის, მესტიის, გორის, ზესტაფონის, ხელვაჩაურის, ოზურგეთის, ახალციხისა და რუსთავის რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნარკოტიკული დანაშაულის, ხულიგნობის, ცივი იარაღის, ოჯახში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის, ტრეფიკინგისა და 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის აკრძალვის თემებზე ლექცია-სემინარები ჩაუტარეს.

რაიონული პროკურატურების მიერ ორგანიზებულ ლექცია-სემინარებზე მოსწავლე-ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამცველების რეაგირებაზე, დანაშაულის გამოძიებასა და სასამართლოში სახელმწიფო ინტერესების დაცვის შესახებ, ასევე დანაშაულის პრევენციაში სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის პროკურატურის როლზე.

„არასრულწლოვნებში გავრცელებული დანაშაულის პრევენციის კვირეული“ პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენცია, სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის პროკურატურის როლის გაცნობა და სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლებაა.

მარი ნამგალაძე

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის კარიერული ფორუმი გაიმართა

7 დეკემბერი, 2019 , 13:20

მულტიფუნქციურ სივრცეში ,,ტერმინალი’’, „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ ორგანიზებით კარიერული ფორუმი გაიმართა, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნ

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართა

7 დეკემბერი, 2019 , 11:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

7 დეკემბერი, 2019 , 11:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ კვლავ მოუწოდა

6 დეკემბერი, 2019 , 18:38

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა. 2019 წლის სექტემბრის სხდომის მსგავსად, კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს

ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

6 დეკემბერი, 2019 , 17:30

თბილისის მერი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის

პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

6 დეკემბერი, 2019 , 17:05

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან ცნობით, სალომე ზურაბიშვილს სლოვაკეთის ელჩმა პაველ ვიზდალმა და 8 ქვეყნის არარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`