უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 ნოემბერი, 2018 15:20
font-size

პროკურატურის რეფორმის შესახებ მნიშვნელოვანი კანონპროექტი იურიდიულმა კომიტეტმა საზოგადოების ინფორმირების გარეშე განიხილა - EMC

გუშინ, 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, პროკურატურის რეფორმის შესახებ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, სხდომის შესახებ ინფორმაციის წინასწარი გამოქვეყნების გარეშე, განიხილა, - ამის შესახებ ნათქვამია ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, იურიდიული კომიტეტის სხდომის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არ ყოფილა. შესაბამისად, დაინტერესებულ ჯგუფებს არ მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ კანონპროექტის განხილვას და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში.

,,ბოლო კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, პროკურატურის სისტემაში არსებითი ხასიათის ინსტიტუციური ცვლილებები უნდა განხორციელდეს. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, მნიშვნელოვანი შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინეს დაინტერესებულმა ჯგუფებმა. იურიდიული კომიტეტი ინფორმირებული იყო ამ პროცესის მიმართ მაღალი ინტერესის არსებობის შესახებ. თუმცა, საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვა, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩატარდა.

იმ პირობებში, როცა პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მიმართ არაერთი ლეგიტიმური კითხვა არსებობს და ინიცირებული კანონპროექტის მიმართაც ბევრი შენიშვნაა გამოთქმული, საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობის გარეშე, მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი საკომიტეტო მოსმენის ჩატარება, ამ რეფორმის მიმართ ნდობას და მოლოდინებს კიდევ უფრო ამცირებს.

გასათვალისწინებელია, რომ სწორედ პროკურატურის რეფორმის საკითხზე მომდევნო კვირაში, საქართველოში ჩამოდის ვენეციის კომისიის დელეგაცია. ამ პირობებში, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია, ნაჩქარევად და ფარულად, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვა“, - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი