უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 მაისი, 2018 14:05
font-size

პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ორი მსჯავრდებული გამართლდა, 3 დაზარალებულ მოქალაქეს კი უკანონოდ ჩამორთმეული 6 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2018 წლის მაისში, სააპელაციო სასამართლომ ორი მსჯავრდებულის ვასილ კვერნაძის და გურამ მეფარიშვილის მიმართ, რომლებსაც გაყალბებული მტკიცებულებების და ცალმხრივი, არასრულყოფილი გამოძიების საფუძველზე წარუდგინეს ბრალი, გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.

ეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად 3 დაზარალებულ მოქალაქეს ანაკლიაში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება.

ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები მერი ხუფენია, გელა ხუფენია და გელა კაკალაშვილი კანონიერად ფლობდნენ რამდენიმე ჰექტარ მიწის ნაკვეთს, რაც მოგვიანებით ხელისუფლების ინტერესის ქვეშ აღმოჩნდა.

2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც უნდა გამოყოფოდა ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა, რომლებიც საკუთრების დათმობის სანაცვლოდ შესაბამის კომპენსაციას მოითხოვდნენ. პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად, საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადააგზავნა, რის საფუძველზეც 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობის კანონიერ საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებიც, ისე რომ ამ მოქალაქეებს არ მიუღიათ რაიმე სახის კომპენსაცია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.

ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქალაქე მერი ხუფენიას დაუბრუნდება ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელში მდებარე მთლიანობაში 4777 კვ.მ. ფართობის 2 მიწის ნაკვეთი; მოქალაქე გურამ ხუფენიას ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელში მდებარე დაახლოებით 1 ჰა ფართობის 2 მიწის ნაკვეთი და მოქალაქე გელა კაკალაშვილს ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში მდებარე 1 ჰა ფართობის 2 მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.

ხსენებულ საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას, აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.

ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, დაზარალებულად ცნობილ 158 პირს დაუბრუნდა დაახლოებით 45 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.

რაც შეეხება პროკურატურის შუამდგომლობით გამოტანილ გამამართლებელ განაჩენებს, საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულების ვასილ კვერნაძის და გურამ მეფარიშვილის საქმეებზე შემოტანილი საჩივრების საფუძველზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა დამატებითი ექსპერტიზა, გამოირკვა გამოძიებისთვის აქამდე უცნობი ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა მსჯავრდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ამჟამად გამართლებულ ყოფილ სამართალდამცველს ვასილ კვერნაძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, რომლის თანახმადაც მან 2009 წელს საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკის ჩატარების დროს ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან უკანონოდ წამოიღო დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ჩატარებული ახალი გამოძიებით გამოვლინდა აქამდე უცნობი სრულიად ახალი გარემოებები, რომელიც გამორიცხავს ვასილ კვერნაძის ბრალეულობას და დადგინდა გამოძიების მწარმოებელი ორგანოს - შსს იმჟამინდელი გენერალური ინსპექციის ცალკეული თანამშრომლების დაინტერესება მის უკანონოდ მსჯავრდებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მოქალაქე გურამ მეფარიშვილს, იგი 2009 წლის 27 თებერვალს სასამართლომ მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით ცნო დამნაშავედ, დააკისრა ჯარიმა 5000 ლარი და ამავე განაჩენით ჩამოერთვა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 55 282 კვ.მ.

წარდგენილი ბრალდების თანახმად მოქალაქე გურამ მეფარიშვილმა მიწის ლეგალიზაციის კომისია მოატყუა და დაუმალა ქონებაზე იჯარის ხელშეკრულების არარსებობის ფაქტი, რა გზითაც მან თითქოს შეიმცირა მიწის ნაკვეთის შესაძენად დადგენილი საფასური.

ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მიწის ლეგალიზაციის კომისიის წევრების დაკითხვით დადგინდა, რომ გურამ მეფარიშვილის ქმედებაში მიწის ნაკვეთების შეძენის დროს არ ყოფილა რაიმე სახის დანაშაულის ნიშნები და მან კომისიას ყველა ის დოკუმენტი წარუდგინა, რაც კანონით იყო მოთხოვნილი. ასევე, ჩატარებული ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ხსენებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოების ცალკეული თანამდებობის პირების არალეგიტიმური დაინტერესება, რამაც თავი იჩინა მის მიმართ წარმოებული გამოძიების და სასამართლო პროცესის დროს.

ხსენებულ გარემოებებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და ორივე მსჯავრდებული უდანაშაულოდ ცნო.

დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 58 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 25 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.“ -ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი