უკან

სამართალი

20 ნოემბერი, 2018 15:40
font-size

პროკურატურის შუამდგომლობით ორი მსჯავრდებულის საქმე გადაისინჯება, ერთ დაზარალებულს კი უძრავი ქონება დაუბრუნდება

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შედეგად პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის საქმე გადაისინჯება, ასევე განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების ფაქტზე მსჯავრდებულ გიორგი ავალიშვილის მიმართ, ხოლო ერთ დაზარალებულ მოქალაქეს 336 300 ლარად შეფასებული საოფისე ფართი დაუბრუნდება. ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილი მორიგი დანაშაულებრივი ფაქტების შედეგად დადგენილია, რომ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური მოძრაობების მხარდამჭერი, ბიზნესმენი მერაბ რატიშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურ მოძრაობას აფინანსებდა და აქტიურ პროტესტს გამოხატავდა. სწორედ მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, დასჯის და პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილების მიზნით, იგი 2007 წლის 26 ოქტომბერს, „სოდ“ - ის თანამშრომლებმა თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე დააკავეს, რა დროსაც ავტომანქანასა და საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალება ,,მეტადონი“ ჩაუდეს. გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე მერაბ რატიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით) და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან საპატიმრო დაწესებულება 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ დატოვა.

ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა მსჯავრდებულის გამამართლებელი სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, გამოიკვეთა „სოდ“-ის თანამშრომლების არალეგიტიმური დაინტერესება მერაბ რატიშვილის მიმართ. აქედან გამომდინარე პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით.

განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული ასევე ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის წევრის გიორგი ავალიშვილის მიმართ.

2010 წლის დეკემბრიდან გიორგი ავალიშვილს კახეთის რეგიონსა და თბილისში საკუთარი „ფორდი“-ს მარკის სამგზავრო მიკროავტობუსით, საპროტესტო აქციებზე ,,სახალხო კრების“ წევრები დაჰყავდა. სწორედ მისი პოლიტიკური აქტიურობის და ოპოზიციის მხარდაჭერის გამო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა დანაშაულის პროვოკაციის მოწყობა და მისი დაკავება.

2011 წელს, საგარეჯოში, გიორგი ავალიშვილს ფინანსური პოლიციის აგენტმა, თითქოსდა იგი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი იყო, მოტყუებით დაამზადებინა მგზავრთა გადაყვანის ყალბი საბუთი, რის საფუძველზეც გიორგი ავალიშვილი ადგილზე დააკავეს. 2011 წლის 24 აგვისტოს, გიორგი ავალიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების ფაქტზე და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გიორგი ავალიშვილს სასჯელის მოხდა გადაუვადდა. საპატიმროს დატოვებიდან 3 დღეში იგი გარდაიცვალა.

ახალი გამოძიების პროცესში გამოიკვეთა ის პოლიტიკური მოტივი, რაც წინ უძღოდა გიორგი ავალიშვილის დაკავებას, დადასტურდა სამართალდამცავების მიერ ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ხელოვნურად წარმართვის ფაქტი. აქედან გამომდინარე, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს გიორგი ავალიშვილის განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს.

საქართველოს პროკურატურამ უკანონოდ ჩამორმეული ქონების დაბრუნების გადაწყვეტილებაც მიიღო.

2004 წელს ვლადიმერ და თამილა აბსანძეების მიერ შეძენილი ქ.ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე 267.00 კვ.მ საოფისე ფართი ხელისუფლების ინტერესების ქვეშ აღმოჩნდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში ვლადიმერ აბსანძე დაიბარეს, სადაც მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით კატეგორიულად მოსთხოვეს მისი ოჯახის კუთვნილი ქონების დათმობა.

განხორციელებული ზეწოლის შედეგად, თამილა აბსანძემ საგამოძიებო ორგანოში პროკურორის მითითებით ხელწერილი დაწერა, თითქოსდა ის ვერ იყენებდა ქონებას და სახელმწიფოს სასარგებლოდ თმობდა.

მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, პროკურატურა მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ თამილა აბსანძეს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 336 300 ლარად შეფასებული საოფისე ფართი.

რაც შეეხება დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებს მათ მიმართ გადაწყვეტილებას.

ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის დაზარალებულად ცნობილ 173 პირს დაახლოებით 45 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდა, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო და სასტუმრო კომპლექსები, მიწის ნაკვეთები და ა.შ., ხოლო ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით 64 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 50 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი, აქედან 16 პოლიტპატიმრის სტატუსს ატარებს.

ლანჩხუთში მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

22 თებერვალი, 2019 , 21:32

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველ

სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა

22 თებერვალი, 2019 , 15:05

სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 2019 წლის 21 თებერვალს სტრასბურგის სასამართლომ ორ

გალში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

22 თებერვალი, 2019 , 14:35

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებული დ. შ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკ

ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც თურქეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს, გათავისუფლებული არიან

22 თებერვალი, 2019 , 12:55

ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც თურქეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს, გათავისუფლებული არიან. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს კონსულმა ანკარაში, კონსტანტინე კოტარიამ განუცხადა. „წინასწარი დაკავების იზოლატორში,

ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვადაგასული, ასევე ცხენის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

22 თებერვალი, 2019 , 12:41

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრებისა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებიდან ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო. სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირე

პოლიციამ ძველ თბილისში ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

22 თებერვალი, 2019 , 12:03

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, 1990 წელს დაბ