უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 მაისი, 2017 18:00
font-size

პროკურორებისთვის ქალთა უფლებების დაცვის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

მართლმსაჯულების სისტემისადმი ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პროკურორებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

პროექტი ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით განხორციელდა და მიზნად ისახავდა პროკურორებისთვის ქალთა უფლებების, ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გაცნობას.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ორდღიანი ინტენსიური სწავლება მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვა, პროკურორის როლი, გენდერული თანასწორობა, სტამბულის კონვენცია, საერთაშორისო და რეგიონალური სამართლებრივი ჩარჩო, ოჯახში ძალადობის დანაშაულის ტენდენციები, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და აღნიშნული მოტივის გამოკვეთა, სექსუალური ძალადობა, ადრეული და იძულებითი ქორწინება, დაკავებულ ქალთა უფლებები, ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალთა უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ტრენინგი დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით და მას საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უძღვებოდნენ.

სასწავლო კურსის განხორციელებას წინ უძღვოდა ევროპის საბჭოს რეგიონალურ პროექტთან აქტიური თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც მომზადდა სასწავლო პროგრამა და მასალები. პროექტის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტი, რომ მასში ჩართულნი იყვნენ 6 ქვეყნის: საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ბელორუსიისა და უკრაინის წარმომადგენლები. ერთობლივ სამუშაო პროცესში მოხდა გამოცდილების გაცვლაც. პროგრამის საერთაშორისო სამართლებრივი ნაწილი მომზადდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ, ხოლო ეროვნული ნაწილი, რომელიც ადგილობრივ გამოწვევებსა და საჭიროებებზეა მორგებული, მომზადდა ყველა მონაწილე ქვეყნის ადგილობრივი ექსპერტების მიერ. საქართველოდან სამუშაო პროცესში ერთობლივად იყვნენ ჩართულნი საქართველოს პროკურატურისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები.

ქალთა უფლებების დაცვა, ქალთა, გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით პროკურორები ეტაპობრივად გადიან როგორც გადამზადების, ასევე სპეციალიზაციის კურსებს. საქართველოს პროკურატურა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით აღნიშნული მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

,,ძალა ერთობაშია“ პროკურატურასთან იბერია ტვ-ს მხარდამჭერ აქციას გამართავს

24 სექტემბერი, 2018 , 13:25

მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია“ არასამთავრობო სექტორთან ერთად პროკურატურის შენობასთან დღეს აქციას გამართავს. შეკრებილები ტელეკომპანია ,,იბერიას“ მხარდაჭერას უცხადებენ. აქციის მონაწილეები ქვეყნის მთავარი საგამოძიებ

პროცესი შეჩერდა და არ ვაპირებთ ამ პროცესის თავიდან დაწყებას ან გაგრძელებას - ეკა ბესელია კანაფის კულტივაციაზე

24 სექტემბერი, 2018 , 13:10

პროცესი შეჩერდა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროცესის თავიდან დაწყებას ან გაგრძელებას, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას.

თურქეთის ავიახაზები ზამთრის აქციას აცხადებს

24 სექტემბერი, 2018 , 13:10

თურქეთის ავიახაზები აცხადებს ზამთრის აქციას „ვინგო“ და მომხმარებელს სთავაზობს ხელსაყრელ ფასებს სტაბულის მიმართულებით. აქციის წესების თანახმად, ორმხრივი ბილეთის ფასი იწყება 359* ლარიდან და ფრენა შესაძლებელია თ

პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

24 სექტემბერი, 2018 , 11:05

სპეციალური პენიტენციური სამსახური შს ყოფილი მინისტრის, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და მისთვის დასმულ დიაგნოზს ასაჯაროვებს.  „სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულ

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები ხელისუფლებისგან ეკოლოგიურ საკითხებზე გამკაცრებულ რეგულაციებს ითხოვენ

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „SoS მოწამლული ჰაერი“ იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვენ გამკაცრებული ტექდათვალიერების აღსრულებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, საწვავშ

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ მდებარე ფრენბურთის არენაში გამართულ შეჯიბრებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`