უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ივნისი, 2018 13:10
font-size

პროკურორი გუგუშვილის მომართვა იყო: - თქვენ თუ ბევრს ილაპარაკებთ, ამათაც გარეთ გამოვუშვებთ! - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, პროკურორი იმედა [ინა] გუგუშვილი ემუქრებოდა, რომ თუ სარალიძე ბევრს ილაპარაკებდა, ის დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულებს გარეთ გამოუშვებდა.

როგორც სარალიძემ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომაზე აღნიშნა, გუგუშვილთან შეხვედრის შემდეგ ის მიხვდა, რომ პროკურატურა არ აპირებდა საქმის სრულფასოვან გამოძიებას.

როგორც სარალიძემ განმარტა, საქმის პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ მისი შვილი გ.ჯ-მ მოკლა, ხოლო პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ აღწერა კიდეც დაახლოებით როგორ შეეძლო დაერტყა მას დანა 12-ჯერ.

„თავიდან საქმის პროკურორებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა. ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზე თან მახლდა მამაჩემი - ფრიდონ სარალიძე. ამტკიცებდნენ, რომ ჩემი შვილი მხოლოდ გ.ჯ-მ მოკლა. მე სიმართლე ვიცოდი და ვიფიქრე, რომ ალბათ, ბავშვებმა არ ითანამშრომლეს. საქმე გამოძიების ეტაპზე იყო და ვფიქრობდი, რომ სიმართლეს დაადგენდნენ. მამაჩემი მწყობრიდან გამოიყვანა სიტყვებმა, რომ ჩემი შვილის მკვლელი მხოლოდ გ.ჯ. იყო. ვსაუბრობდი, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არ შეიძლება ყოფილიყო ჩემი შვილის მკვლელი. გუგუშვილის მომართვა იყო: - თქვენ თუ ბევრს ილაპარაკებთ, ამათაც გარეთ გამოვუშვებთ! ამაზე ჩემი პასუხი იყო: - გამოუშვით, პრობლემა არ არის. თუკი დანარჩენი მკვლელები გარეთ უნდა იყვნენ, ერთი ან ორი ადამიანის დაკავებას რა აზრი ჰქონდა?! ამ ინფორმაციას მამაჩემიც დაადასტურებს. ამ სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ რთულად იყო საქმე, არ აპირებდნენ საქმის სრულფასოვნად გამოძიებას ან რაღაც ხდებოდა. ამის მიუხედავად, მაინც იმედი არ დამიკარგავს და მაინც ვენდობოდი პროკურატურას“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძის ნაამბობიდან ირკვევა, რომ მაისში მასსა და საქმის პროკურორს შორის მორიგი შეხვედრა შედგა. მაშინ სარალიძემ გუგუშვილს განუცხადა, რომ თუ საქმეზე სიმართლე არ დადგინდებოდა, „მალალეტკების ომი დაიწყებოდა“, რაზეც პასუხად მიიღო, რომ „დაიწყოს, არაა პრობლემა“.

„მე ინა გუგუშვილს მივმართე – ფაქტობრივად, დამთავრებულია პროცესები, სიმართლე გარკვეულია და დამტკიცებულია, ჭეშმარიტება დამტკიცებულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, სასამართლოზე არ არის დამტკიცებული. იმედა გუგუშვილს, როცა ვუთხარი, რომ თუ სიმართლეს არ დავადგენთ, შესაძლებელია „მალალეტკების“ ომი დაიწყოს-მეთქი, ასეთი პასუხი გამცა – ეგ ჩემი პრობლემა არ არის, დაიწყოს, არ არის პრობლემაო“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ და აღნიშნა, რომ ამ პასუხმა ძალიან გააღიზიანა.

სარალიძის თქმით, არის ფაქტები, რომლებიც ადასტურებს, სასამართლო პროცესზე როგორ ახორციელებდა გუგუშვილი ზეწოლას ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილზე.

„არაერთი ფაქტი იყო გუგუშვილის მხრიდან, მაია ნიკოლეიშვილზე სასამართლო პროცესზე პირდაპირ ზეწოლა წავიდა. როგორ უხეშად იქცეოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ, ტაქტიკა აქვს ამ ადამიანს, ცოტა დამაშინებელი ჟესტიკულაციით ესაუბროს ხალხს, რადგან ან დააბნიოს მოწმე, ან შეაშინოს, ან რამე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მოკლული არასრულწლოვანის მამამ თბილისის პროკურორის მოადგილესთან შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელსაც მისივე თქმით, საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძეც ესწრებოდა.

„ ვთქვი, რომ უკვე დადასტურებელი მაქვს, ვინ არიან ჩემი შვილის დანარჩენი მკვლელებითქო, მითხარიო და განვაცხადე, რომ ერთ-ერთი იყო მ.კ., მეორეო, მკითხა და მეორე თავად წამოიყვირა სახელი და გვარი. მეორე არის მღვდლის შვილზე მაქვს საუბარი – გ.მ. მე არც კი მაცალა ამ სახელი და გვარის დასახელება, თვითონვე წამოიყვირა – მეორე ალბათ ეს არისო, რა თქმა უნდა ეს არის, გცოდნიამეთქი“, – განაცხადა სარალიძემ.

შუამავალი ხელისუფლებასთან სისხლიანი მოვლენების დაწყებამდე - პალიკო კუბლაშვილი განმარტებას აკეთებს

26 ივნისი, 2019 , 16:52

საიდუმლო შუამავალი, რომლის სახელიც ნიკა მელიამ ხმამაღლა დაასახელა - რა როლი ჰქონდა პალიკო კუბლაშვილს 20 ივნისის სისხლიანი დაპირისპირების დაწყებამდე? - ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ სწორედ კუბლაშვილი იყო ადამიანი, რომე

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში“ ჩართული ბავშვების ასაკი 15-დან 18-მდე წლამდე იზრდება

26 ივნისი, 2019 , 16:15

თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში“ ჩართული ბავშვების ასაკს 15–დან 18–მდე წლამდე ზრდის, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კ

ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური საბანკო პროდუქტი შეიქმნა

26 ივნისი, 2019 , 16:15

ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური საბანკო პროდუქტი შეიქმნა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროდუქტი ითვალისწინებს ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდ

თხილის წარმოება ქვეყანაში მზარდია, რადგან სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს - ლევან დავითაშვილი

26 ივნისი, 2019 , 15:55

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ბარტოლის და კომპანიის „Ferrero“ აღმასრულებელ დირექტორს, მარკო გონკალვესს

40-ზე მეტი სამარხის გათხრა მიმდინარეობს, სადაც სავარაუდოდ მოძიებული იქნება იმ ადამიანების ნეშტები, რომლებიც დაკარგულთა სიაში არიან - ქეთევან ციხელაშვილი

26 ივნისი, 2019 , 15:50

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე

ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა

26 ივნისი, 2019 , 15:15

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ფარგლებში, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობ