უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 დეკემბერი, 2016 13:50
font-size

პროკურორი ,,იბერია’’ ტვ-ს წამყვანის მიმართ შესაძლო ძალადობაზე: ყველანაირ ძალადობაზე უნდა მოხდეს სამართლებრივი რეაგირება

მთავარი პროკურატორის წარმომადგენელმა, ირაკლი ნადარეიშვილმა კომენტარი გააკეთა სამართალდამცველის მხრიდან ტელეკომპანია ,,იბერიის’’ ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.

,,რა თქმა უნდა, ყველანაირ ძალადობაზე უნდა მოხდეს სამართლებრივი რეაგირება, უნდა დაიწყოს გამოძიება. რაც შეეხება უშუალოდ თქვენ მიერ მოყვანილ ფაქტს, ამის ირგვლივ მე ინფორმირებული არ ვარ. შესაბამისად, კონკრეტულად დეტალებზე ვერაფერს მოგახსენებთ. რაც შეეხება კითხვას, რა თქმა უნდა, უნდა დაიწყოს გამოძიება’’, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ნადარეიშვილმა.

ცნობისათვის: ტელეკომპანია ,,იბერიის’’ წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ტელეწამყვანის ინფორმაციით, შემთხვევა ბორჯომში სასტუმრო ,,კროუნ პლაზას’’ მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. მას პოლიცილებმა იარაღი დაადეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტი ყვება, რომ მას ცემის პარალელურად პოლიციელები აგინებდნენ. როდესაც გაირკვა, რომ გასვიანი ჟურნალისტი იყო, პოლიციელები მას დაემუქრნენ, რომ თუ ის ამ ამბავს გაახმაურებდა, ,,უარესი მოუვიდოდა.’’

მომხდარის შემდეგ გიორგი გასვიანს ბორჯომის პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.

თოქშოუ ,,პრიორიტეტის’’ წამყვანი გვიან ღამეს ბორჯომში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ნინო ექვთიმიშვილი

სარფში და წითელ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

25 აპრილი, 2019 , 13:40

24-25 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემ

ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში რჩება

25 აპრილი, 2019 , 13:40

მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა, - ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში. უწყების ადგილობრივმა საბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმ

ბათუმში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია 20 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები

25 აპრილი, 2019 , 13:24

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაზე გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, ქურდობაში ეჭვმიტანილები არასრულწლოვნები არიან. მაღაზიიდან წაღებულია დაახლოებით 20 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონ

სასამართლომ არ გაიზიარა „VTB ბანკის“ პოზიცია იძულებითი განაცდურის მოთხოვნის ამორიცხვაზე

24 აპრილი, 2019 , 20:36

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ „VTB ბანკ ჯორჯიას“ ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის უკანონო გათავისუფლების საქმეზე გაიზიარა და დააკმაყოფილა მო

სამეგრელოში 56 680 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

24 აპრილი, 2019 , 15:10

12-19 აპრილის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში და წალენჯიხის რაიონ სოფელ ფ

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

24 აპრილი, 2019 , 15:10

20-24 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ და „სარფი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სა

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019