უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 დეკემბერი, 2018 16:40
font-size

პრომოუტერებს „ბლექ სი არენაზე“ თანამშრომლობის ახალი სქემა გააცნეს

სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“ 2019 წელს პრომოუტერებს თანამშრომლობის ახალ სქემას სთავაზობს. ახალი სქემის მთავარი პრიორიტეტია გამჭვირვალობა და თანაბარი შესაძლებლობები.

აღნიშნული სქემის პირობები „ბლექ სი არენას“ ხელმძღვანელობამ საქართველოში მომუშავე პრომოუტერებს გააცნო. შეხვედრას დაესწრნენ „ისთერნ ფრომოუშენსის“, „ალტერვიჟენის“, „ბრავო რეკორდსის“, „ბასიანის“, „კულტურის პალატის“, „4GB”–ის, „Anaklia Entertainment Group“–ის და სხვა კომპანიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი პრომოუტერები.

„ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ანი კავლელიშვილმა პრომოუტერებს წარუდგინა თანამშრომლობის 3 სქემა: არენის იჯარით აღების შესაძლებლობა, თანადაფინანსება და არენის ღონისძიებებისთვის არტისტის ჩამოყვანის ორგანიზება.

დაინტერესებულ მხარეს დაწვრილებით გააცნეს თითოეული სქემა. როგორც „ბლექ სი არენას“ დირექტორმა აღნიშნა, სამივე სქემით სარგებლობა პროცესის აბსოლუტური გამჭირვალობისა და თანასწორი პირობების გარანტიაა.

აღსანიშნავია, რომ „ბლექ სი არენამ“ უკვე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა იმ პრომოუტერებისთვის, რომელთაც 2019 წელს, წარმოდგენილი სქემებით, არენაზე კონცერტების ორგანიზების სურვილი ექნებათ.

პრომოუტერებს წინადადებების წარდგენა 14 დეკემბრის 12:00 საათამდე შეუძლიათ.

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა 10 000–ზე მეტ მაყურებელს იტევს. „ბლექ სი არენა“ შავი ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილში, 30 000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი. დარბაზს აქვს გახმოვანებისა და განათების უახლესი აპარატურა და ლედეკრანები. სასცენო სივრცე და კულისები არტისტისთვის სრული კომფორტის გათვალისწინებითაა მოწყობილი.

მგზავრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება კომპანიის მენეჯმენტის მიერ დღის წესრიგში არ განიხილება - თბილისის მიკროავტობუსი

13 დეკემბერი, 2018 , 14:25

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: ,,კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგზავრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება კომპანიის მენეჯ

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ვალების ჩამოწერის პროგრამაში გარდაცვლილი ადამიანები მოხვდნენ

13 დეკემბერი, 2018 , 13:40

ვალების ჩამოწერის პროგრამაში გარდაცვლილი ადამიანები მოხვდნენ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ოჯახებმა ვებგვერდზე vali.ge მონაცემების გადამოწმების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სესხები ჩამოაწერს მათ ვინც წლების წინ გარდაიცვალა. კიდევ

პრეზიდენტი , სავარაუდოდ, აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას - ნინო ლომჯარია

13 დეკემბერი, 2018 , 13:40

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, შეწყალების კომისიის სხდომები არ გამართულა. მისი ვარაუდით, პრეზიდენტი აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას. „მე, როგორც კომისიის წევრს, არ მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რატომ

პიროტექნიკის გაყიდვის და გამოყენების რეგულაციების გამკაცრება იგეგმება

13 დეკემბერი, 2018 , 13:40

პიროტექნიკის გაყიდვის და გამოყენების რეგულაციები შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დამატებით ცვლილებები შევიდეს. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კო

ვითიბი ბანკი პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდა

13 დეკემბერი, 2018 , 12:50

ვითიბი ბანკის, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან დაამყაროს გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობა. სწორედ ამ პოზიციის გასამყარებლად, ვითიბი ბანკი პრობლემური სესხების გაუქმების ინ

ევროკავშირის წარმომადგენლობამ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა

13 დეკემბერი, 2018 , 12:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ირინა აბულაძემ და ლევან ხარატიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას უმასპინძლეს. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`