უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 აპრილი, 2018 10:45
font-size

პროპაგანდის აკრძალვა გამოსავალი არ არის - კახა ბექაური

რუსული იქნება ეს თუ სხვა, პროპაგანდა საზოგადოებისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას ხელს უშლის და მედიაგარემოსთვის საფრთხეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროპაგანდას მედიისთვის არასწორი მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ, – განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

„არ მგონია, რომ არსებობს ხელოვნურად შემზღუდველი ინსტრუმენტები, რომლითაც პროპაგანდას უნდა ვებრძოლოთ, კაცობრიობას ეს ჯერ არ მოუგონია.

ერთადერთი ინსტრუმენტი მედიაწიგნიერებაა, რაც ახალია და ევროპაში ფეხს ახლა იდგამს. ჩვენ ამ მიმართულებით წასვლას ვაპირებთ, სერიოზული გეგმები გვაქვს და გარკვეული ნაბიჯები უკვე გადავდგით. ძალიან მალე საჯაროდ ვიტყვით, მედიაწიგნიერების განვითარება როგორ გვესახება. ჩემი აზრით, ეს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთ–ერთი ინსტრუმენტი იქნება“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი თქმით, მედიის თავისუფლება, მრავალფეროვნება და პლურალიზმი იმას ნიშნავს, რომ პროპაგანდისტული არხებიც უნდა არსებობდეს, პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესების მატარებელიც, სიმართლის მთქმელიც, მიუკერძოებელიც და მატყუარაც.

„მედიის თავისუფლება ეს არის. პროპაგანდის აკრძალვა გამოსავალი არ არის. ვთქვათ, რუსული სახელმწიფო არხები პოლიტიკურ დონეზე, კანონით, ან სხვა გზით ხელოვნურად აიკრძალა, იმას გამოვრიცხავთ, რომ რომელიმე ქართულენოვანმა არხმა მაუწყებლობის უფლება მიიღოს და რუსული პროპაგანდის გამტარებელი იყოს? რა უნდა ვუყოთ ამ ქართულენოვან, საქართველოს მოქალაქის მიერ შექმნილ არხს, რომელიც შესაძლოა, რუსულ ინტერესს ატარებდეს? ისიც ავკრძალოთ? აქედან მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვამდე ერთი ნაბიჯია“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

როგორც ბექაურმა აღნიშნა, თუ გარკვეული არხების მაუწყებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლები კანონს მიიღებენ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მას აღასრულებს, მაგრამ ამ კანონის გვერდის ავლით, პოლიტიკური, თუ პროპაგანდისტული ინტერესების მქონე მაუწყებლის შექმნის შესაძლებლობა ყოველთვის იარსებებს და თუ ამ კუთხით ყველას უნდა ვსდიოთ, ეს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვამდე მიგვიყვანს.

„თუ ვიღაცას ეჭვი გაუჩნდება, რომ რომელიმე ქართული მაუწყებელი რუსულ ინტერესს, სხვა ინტერესს, ან პროპაგანდისტულ ინტერესს ატარებს, ამის შეზღუდვას მოინდომებს, ეს კი ტრაგედიაა. ასე არ შეიძლება, რადგან ეს გზა მედიის თავისუფლების შეზღუდვამდე მიდის“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი