უკან

პოლიტიკა

15 ნოემბერი, 2019 11:00
font-size

პროპორციული სისტემის ჩაგდება პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება, რაც გაანადგურებს საქართველოს პროგრესს - კონგრესმენი ადამ კინზინგერი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ეხმაურება.

„შოკირებული ვიყავი ამ დილით, როდესაც გავიგე, რომ საქართველოს პარლამენტში დაპირებული რეფორმები ჩავარდა მას შემდეგ, რაც თანამდებობის პირებმა ხმა არ მისცეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. გასულ კვირას საქართველოში ჩემი ვიზიტისას კმაყოფილი ვიყავი, რადგან რეფორმის ეს პაკეტი გარდაუვალი ჩანდა. ეს ვალდებულება აღებული იყო საერთაშორისო საზოგადოების და რაც ყველაზე მთავარია, ქართველი ხალხის წინაშე. იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდება და გამოსწორდება ძალიან მალე.

როდესაც ამ რეგიონს ვუყურებთ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ რუსეთი წარუმატებელი ქვეყანაა მისი რეპრესიული მმართველობის სისტემის გამო. საქართველო არ არის რუსეთი. ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს გაცილებით მეტს, ვიდრე იმას, რაც დღეს მათ პარლამენტმა უჩვენა.

როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურ პირებს, დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები და დაამტკიცონ რეფორმათა ეს პაკეტი.

ქართველებს სურთ მთავრობა ხალხის, ხალხისთვის და ხალხი მიერ. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო შეესაბამება დასავლეთს და აღიარებულია, როგორც ნატო-ს მოკავშირე. ამ საკონსტიტუციო დამატების ჩაგდება ვლადიმერ პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება, რაც გაანადგურებს იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ სრული დამოუკიდებლობისა და აგრესიული მეზობლისგან გამოცალკევებისთვის მიაღწია“, – ნათქვამია ადამ კინზინგერის განცხადებაში.

2019 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო 89-ე ადგილზეა

22 იანვარი, 2020 , 14:35

2019 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო 89-ე ადგილზეა, ამ პოზიციას ჰონდურასთან ერთად ინაწილებს. შესაბამის კვლევას „ეკონომისტი“ აქვეყნებს. ინდექსი ბრიტანული კომპანია „ეკონომისტ ინტელიჯენს იუნ

ამ ეტაპზე, პარლამენტარის მანდატზე უარს ვამბობ - გიორგი ჩაკვეტაძე

22 იანვარი, 2020 , 13:30

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს. ჩაკვეტაძის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელსაც თბილისის საკრებულოსა და პარ

ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მე არ ვემხრობი პროპორციულ სისტემას - კახა კალაძე

22 იანვარი, 2020 , 11:40

ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ არსებული საარჩევნო სისტემა იდეალურია და "შესაძლებლობა რომ იყოს", 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის კონსტიტუციით გაწერილი პროპორციულ სისტ

“გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო” - აშშ-ს ოთხმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნა

22 იანვარი, 2020 , 11:25

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარის, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერის ცნობით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა წერილი გამოუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცი

საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტებმა ისრაელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს

22 იანვარი, 2020 , 11:00

საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტს მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრებისას, ისრაელის გავლენებისა და ურთიერთობების გამოყენება სთხოვა, რათა ისრაელმა შეახსენოს მათ, რომ საქართველოს

`საკანში ვიზიტის ვიდეოს გამოქვეყნება წულუკიანის გადაყენების საფუძველია`- არასამთავრობოების განცხადება

21 იანვარი, 2020 , 17:35

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`