უკან

პოლიტიკა

17 ოქტომბერი, 2018 17:40
font-size

პროცედურული წესის დაცვის შემთხვევაში, მთავრობა მზად არის, რომ განიხილოს მთავრობის სხდომაზე ის საკითხები, რომელსაც პრეზიდენტი ითხოვს - ნათია მიქელაძე

„თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნება პრეზიდენტის მიერ წინადადება წარმოდგენილი, რომ ცალკეული საკითხი განხილული იქნას საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ჩვენ ამას განვიხილავთ და უზუნველვყობთ“, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განაცხადა, რითაც მთავრობის სხდომის მოწვევისა და მასზე დასწრების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის მიერ არის წერილი გაგზავნილი, რაც კანონმდებლობით დადგენილ წესს არ შეესაბამება.

„მთავრობის ადმინისტრაცია ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის წინადადებას და გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თუ იქნება წინადადება წარმოდგენილი, რომ ცალკეული საკითხი განხილული იქნას საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ჩვენ ამას განვიხილავთ და უზუნველვყობთ. კონსტიტუციის 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტი სწორედ ის მუხლია, რომლის შესაბამისადაც პრეზიდენტს უფლებამოსილება აქვს, რომ ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით მიმართოს საქართველოს მთავრობას. სწორედ 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტია უფლებამოსილი, რომ მიმართოს საქართველოს მთავრობას. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ იქნა წერილი გამოგზავნილი. ეს კანონმდებლობით დადგენლ წესს არ შეესაბამება“,- განაცხადა მიქელაძემ.

მიქელაძის ინფორმაციით, თუკი პრეზიდენტი გარკვეული საკითხების მთავრობის სხდომაზე განხილვის მოთხოვნით უშუალოდ თვითონ მიმართავს მთავრობის ადმინისტრაციას და დოკუმენტზეც მისი ხელმოწერა იქნება, მთავრობა ამ უფლებამოსილებას პრეზიდენტს ვერ შეუზღუდავს. ამასთან, ნათია მიქელაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ გაგზავნილ წერილში ის საკითხები, რისი განხილვაც პრეზიდენტს მთავრობის სხდომაზე სურს, ერთი დასათაურებით არის წარმოდგენილი და ინფორმაციულად გაშლილი არ არის.

„პროცედურული წესის დაცვის შემთხვევაში, მთავრობა მზად არის, რომ განიხილოს მთავრობის სხდომაზე ის საკითხები, რომელსაც პრეზიდენტი ითხოვს... ამჯერად წარმოდგენილი წერილით საკითხი მოცემულია ერთი დასათაურებით. არ არის საკითხი ინფორმაციულად გაშლილი“,- განაცხადა მიქელაძემ.

საკვანძო სიტყვები:

პრეზიდენტი ლიეტუვაში მიემგზავრება

22 აგვისტო, 2019 , 10:42

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ლიეტუვას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ლიეტვუას პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან. ზურაბიშვილი ასევე სიტყვით გამოვა პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიური კო

ოკუპაცია არის გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და ის დაიძლევა ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით -მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო, 2019 , 21:45

ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრე

მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ - მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო, 2019 , 16:40

ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ავიაკომპანია „რაინეარი&ld

დავით ზალკალიანი ფედერიკა მოგერინის ესაუბრა

21 აგვისტო, 2019 , 14:50

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთ

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნესლიდერთა ფორუმს გახსნის

21 აგვისტო, 2019 , 12:26

28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნესლიდერთა ფორუმს გახსნის. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესცენტრი ავრცელებს. საერთაშორისო ფორუმი საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება MEDEF INTERNATIONAL ო

მამუკა ბახტაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

20 აგვისტო, 2019 , 14:16

ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. ჩინელმა დიპლომ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს