უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

15 დეკემბერი, 2018 17:20
font-size

პროვოკაცია უკრაინის ეკლესიის გამართიანებელ კრებაზე: უკრაინელმა სამართალდამცველებმა ორი შეიარაღებული პირი დააკავეს

კიევის ცენტრში სამართალდამცველებმა ორი შეიარაღებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ქალაქ კიევის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანდრეი კრიშჩენკომ განაცხადა, როცა ის საუბრობდა კიევში უსაფრთხოების დაცვაზე უკრაინის ეკლესიის გამაერთიანებელი კრების ჩატარების გამო.

„ორი ადამიანი დავაკავეთ. ერთს ჰქონდა დანა, მეორეს კი ისეთი ჯოხები, ნუნჩაკუ [იაპონური საბრძოლო იარაღია]. ჩვენ იქ წავიყვანეთ პოლიციის ტერიტორიულ სამმართველოში და გავარკვევთ, რატომ მოვიდნენ ისინი ასეთ ღონისძიებაზე ასეთი სახიფათო იარაღით“, - დასძინა კრიშჩენკომ.

მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოები გაძლიერებულ რეჟიმში უკვე რამდენიმე დღეა მუშაობენ. კრიშჩენკოს თქმით, გაძლიერებულია დაცვა სოფიის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კრება მიმდინარეობს, ასევე მიხაილოვის მოედანთან, ანდრეევის ეკლესიასთან და კიევ-პეჩერის ლავრასთან. მისივე თქმით, ამაში ჩართულია ეროვნული გვარდია და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლები.

ცნობისთვის, ამჟამად კიევში, წმინდა სოფიის საკათედრო ტაძარში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გამაერთიანებელი კრება იმართება, რომელზეც უკრაინული სამღვდელოება უკრაინის ახალი ეკლესიის მეთაურს ირჩევს.

ახალი მეთაურის არჩევის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ უკრაინა მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსს მიიღებს. უკვე ცნობილია, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომე უკრაინის ეკლესიის მეთაურს აღნიშნულ დოკუმენტს საერთი ღვთისმსახურებაზე გადასცემს, რომელიც 2019 წლის 6 იანვარს გაიმართება.

განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის ობლიგაციების ბაზარი იზრდება, თუმცა პრობლემები რჩება

26 მარტი, 2019 , 15:00

ინვესტორთა ნდობა განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციების ბაზრის მიმართ გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ მწვავედ დგას რეგიონის ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის მიმდინარე სავაჭრო

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

25 მარტი, 2019 , 14:57

პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ინციდენტი ლიპნიცის დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მოკლული 24 წლისაა. კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, 38 წლის მამაკაცი დაშავებულია. ჟურნალისტების ცნ

კვიპროსში საქართველოს საელჩოს ინიციატივით საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბი დაარსდა

25 მარტი, 2019 , 12:34

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ ქ. ლიმასოლში შეხვედრა გამართა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. საქართველოს საელჩომ და კომპანიამ IBC Corporate Solutions, რომელიც თანა

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

25 მარტი, 2019 , 12:07

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. ინციდენტი ქალაქ რენში მოხდა. ამის შესახებ პირველი არხი იტყობინება. 41 წლის მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. როგორც ფრანგული მედია ი

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ იქ არსებული ვითარება დაგმეს

22 მარტი, 2019 , 16:10

ჟენევაში, გაიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) გენერალური დებატები დღის წესრიგის მე-10 საკითხზე - ტექნიკური დახმარება და შესაძლებლობების განვითარება. შეხვედრის ფარგლებში ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშო

ქართული ღვინო ჩინეთის უმსხვილეს გამოფენაზეა წარმოდგენილი

22 მარტი, 2019 , 14:45

21-23 მარტს ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The 100th China Food & Drinks Fair“ იმართება, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს. „The China Fo