უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

7 აპრილი, 2020 18:36
font-size

პური არ უნდა გაძვირდეს, რადგან დღეს ამას ობიექტური წინაპირობა არ აქვს - ლევან დავითაშვილი

„მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა ხორბლის ფასის მცირე ზრდა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ეს არის დროებითი მოვლენა. ეს დროებითი მოვლენა სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტზე განვახორციელეთ, აქვს დაზღვეული. ჩვენ რეალურად იმპორტიორებს და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც, მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია იმისათვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ 10 მარტის მდგომარეობით, ვიდრე ფასების გაძვირების წინაპირობები შეიქმნებოდა.

პურის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა. შევხვდით ასოციაციას, ასოციაციის წევრ კომპანიებს იმისათვის, რომ თუ არ იქნება წინაპირობა ძირითადი ნედლეულის პურის ფქვილის გაძვირების, პური არ უნდა გაძვირდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რომ მოსახლეობას დამატებითი პრობლემა არ შეექმნას სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტთან დაკავშირებით.

აქვე მინდა აღვნიშნო ბიზნესის მხრიდან სოლიდარობის შესახებ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენთან მჭიდრო კავშირშია და გვეხმარება სხვადასხვა რესურსით. ეს იქნება პირდაპირი ფულადი დახმარება თუ სხვადახვა მნიშვნელოვანი საჭირო საქონლის და მომსახურების შეძენა, რომელიც აუცილებელია პროცესის სწორად წარმართვისთვის, მათ შორისაა პირველადი, ძალიან საჭირო სამედიცინო ინვენტარი, რომლის შეძენაშიც ბიზნესია ჩართული და ამისათვის მადლობას ვუხდი მათ. მაგრამ, ამავე დროს, ძალიან პრინციპულები და მკაცრი ვიქნებით იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომლიც შეიძლება მტკივნეულად აისახოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობაზე.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ პროცესს ვადევნებთ თვალ-ყურს. გვაქვს სრული მონიტორინგი და კატეგორიულად გამოვრიცხავთ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მიწა არ უნდა იყიდებოდეს, განათლება უნდა ფინანსდებოდეს - ინტერვიუ ვლადიმერ პაპავასთან

23 იანვარი, 2021 , 12:22

წელიწადზე მეტია, საქართველოს ეკონომიკა მედიცინის მძევლად იქცა. როდის დასრულდება იძულებითი  მდგომარეობა არავინ იცის. დარგები,  რომლებზეც  ქვეყნის 

ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს

22 იანვარი, 2021 , 18:21

ვითიბი ბანკი, როგორც ბიზნესის #1 ქომაგი, ინტენსიურად ანვითარებს თანაშრომოლობას სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებთან და ხელს უწყობს მცირე ფერმერული მეურნეობების ზრდასა და განვითარებას. ვითიბი ბანკის ფინანსური მხა

ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა

22 იანვარი, 2021 , 16:10

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ახალი პორტალი- labour.moh.gov.ge წარადგინა, სადაც ბიზნესი ეკონომიკურ საქმიანობის აღდგენისას თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების მიზნით უნდა დარეგისტრირ

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა

22 იანვარი, 2021 , 12:20

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა. კერძოდ, როგორც 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული, საშინაო ვალდებულებები გაიზარდა 2 026 071.5 ათასი ლარით, რაც წლიური საპრო

ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდია 15 ლარამდე გაიზარდა

22 იანვარი, 2021 , 12:20

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცებულ „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში“ ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში` პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ

21 იანვარი, 2021 , 12:35

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში" პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ შეუძლებელია ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არსებობდეს. როგორც ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე აცხა