უკან
მსოფლიო
12 ნოემბერი, 2019 12:00
პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შესაძლოა ყაზახეთში შეხვდნენ
პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შესაძლოა ყაზახეთში შეხვდნენ. პირისპირ შეხვედრის ინიციატივა ყაზახეთის ექსპრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს ეკუთვნის.
ნაზარბაევი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს ტელეფონით უკვე ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ზელენსკი ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრას დათანხმდა.
„ჩემი აზრით, აუცილებელია უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები პირისპირ შეხვდნენ. მე უკვე მივიღე ზელენსკის თანხმობა და ამის შესახებ ვაცნობე რუსეთის პრეზიდენტს. თუ საჭიროა ნეიტრალური ადგილი, მე შევთავაზე ყაზახეთი“, – განაცხადა ნაზარბაევმა.