არქივი
მსოფლიო
პუტინი - ფენომენია, ტრამპი კი მულტფილმის გმირი -დიეგო მარადონა
არგენტინელი მწვრთნელისა და ფეხბურთელისთვის, დიეგო მარადონასთვის რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი - ფენომენია.
ამის შესახებ მარადონამ Russia Today-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინი - ფენომენია. ვფიქრობ, უგო ჩავესისა და ფიდელ კასტროს შემდეგ, პუტინი დანიელ ორეგასთან და ევო მორალესთან ერთად, წარმოადგენენ, ასე ვთქვათ, “უმაღლეს ლიგას“,-განმარტა ფეხბურთელმა.
ინტერვიუში მარადონამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ პუტინს შეხვდება, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს.
კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე, როგორც პოლიტიკოსზე, მარადონამ თქვა, რომ მას „ამ როლში ვერ ხედავს“.
„ჩემთვის ის უფრო კომიკოსის, ან მულტფილმის გმირია. ყოველჯერზე, როდესაც მას ტელეეკრანზე ვხედავ, გადავრთავ ხოლმე“,-განმარტა ფეხბურთელმა.
მონიკა დავლიანიძე