უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 აგვისტო, 2025 18:18
font-size

პუტინის გულშემატკივარი რომ გახდები უკრაინის წინააღმდეგ ომში, ამის გამართლება შეუძლებელია, ეს არის სრული მორალური კრახი და გადაგვარება - დავით ზურაბიშვილი

საქართველოს ხელისუფლების მომხრები უკვე ღიად და დაუფარავად გულშემატკივრობენ რუსეთის გამარჯვებას, პუტინის გულშემატკივარი რომ გახდები უკრაინის წინააღმდეგ ომში, ამის გამართლება შეუძლებელია, ეს არის სრული მორალური კრახი და გადაგვარება! - ამის შესახებ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი წერს.

“2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, საქართველოს ხელისუფლების მომხრეებს რუსეთისთვის ღიად მხარი არ დაუჭერიათ, მიუხედავად იმისა, რომ გამომდინარე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებიდან აშკარა იყო: ბიძინა რუსეთის გამარჯვებაზე დებდა ფსონს. მეტიც, უკრაინის მხარდასაჭერად რომ მრავალათასიანი აქციები იმართებოდა, ხელისუფლების არაერთი მომხრე ამტკიცებდა, იქ ჩვენებიც იყვნენ გასულებიო.

სამი წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მომხრები უკვე ღიად და დაუფარავად გულშემატკივრობენ რუსეთის გამარჯვებას. ვიტყოდი ეს მხოლოდ ერთი ნაწილია მეთქი, მაგრამ სხვა ნაწილის განსხვავებული პოზიცია მე არ შემხვედრია და არ მინახავს. ყველა ქოცი და მათთან გათანაბრებული აგინებს ზელენსკის, დამცინავად და ირონიულად იხსენიებს ევროპის ქვეყნებს და ხაზგასმით აღნიშნავს, თუ როგორ უწევს ანგარიშს პუტინს პრეზიდენტი ტრამპი. აღარაფერს ვამბობ ხელისუფლების რუპორ ტელევიზიებზე, სადაც კარგა ხანია სრულიად ისტერიული ანტიუკრაინული და პრორუსული პროპაგანდაა გაჩაღებული.

საინტერესოა, რა მოხდა ამისთანა ამ სამ წელიწადში, რომ თითქოსდა ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთაც ჰყავთ ოჯახები, მეგობრები, რომ ჰკითხო ქვეყანაც უყვართ და ა. შ., მოქალაქეობრივი და პატრიოტული შეგნების ასეთი დონის დეგრადაციამდე მივიდნენ? პუტინის გუ₾შემატკივარი რომ გახდები უკრაინის წინააღმდეგ ომში, ამის გამართლება შეუძლებელია გინდ ნაცების სიძულვილით, გინდ ქოცების სიყვარულით, გინდ ბიძინას ფულით და გინდ უსაქმურობისგან გამოტვინებით. ეს არის სრული მორალური კრახი და გადაგვარება! მე პირადად ვერ წარმომიდგენია ასეთ გადაჯიშებულებთან როგორ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და როგორ უნდა ავაშენოთ მათთან ერათად ნორმალური სახელმწიფო.

ერთადერთი იმის იმედიღა მაქვს, რომ ეს ხალხი არ წარმოადგენს ქართული საზოგადოების უმრავლესობას. თუმცა, რასაც ვუყურებ, ისიც ბევრია”, - წერს დავით ზურაბიშვილი.

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 16:56

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომა

ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე

17 ნოემბერი, 2025 , 13:51

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა

17 ნოემბერი, 2025 , 13:08

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინ

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ - ისინი პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოში შეძლებენ

17 ნოემბერი, 2025 , 12:57

„ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ც

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება, ბიზნესომბუდსმენი გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში

17 ნოემბერი, 2025 , 12:42

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განა