უახლესი ამბები
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:57ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება
- 24.04.2024 11:30შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.04.2024 11:19პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
არქივი
პოლიტიკა
პუტინის ყველაზე დაახლოებული პირი დღეს ივანიშვილთან შესახვედრად ჩამოფრინდა... - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, არჩევნებამდე 2 დღით ადრე, საქართველოში ვიქტორ მედვედჩუკი ჩამოფრინდა.
მედვდეჩუკი ღიად პრორუსი, უკრაინაში მოღვაწე პოლიტიკოსია.
სააკაშვილის მტკიცებით, პუტინი მიხვდა, რომ ივანიშვილი არჩევნებს აგებს, და ამის გამო საქართველოში მისი მარჯვენა ხელი გამოუშვა.
გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ გუშინდელ მიტინგს პრორუსული უწოდა.
„საინტერესო ინფორმაციაა, რომ მედვედჩუკი, რომელიც არის პუტინის ყველაზე დაახლოებული პირი, დღეს დილით საქართველოში ჩამოფრინდა ივანიშვილთან შესახვედრად. რამდენს იძახის, რომ ვაშაძე რუსეთის აგენტია და ძალიან მაინტერესებს, რატომ გამოუგზავნა პუტინმა მედვედჩუკი?!
გუშინ ჩამოიყვანეს ეს საცოდავი ხალხი „პატრიოტთა ალიანსმა“ და ამაყად უყვებოდნენ, რუსეთში როგორ იყვნენ ვიზიტზე, შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა თბილისელს. თბილისელი იქ იყო 10%-ზე ნაკლები. რას ვერჩი სოფლელებს, მაგრამ ის ხალხი, ვინც ჩამოიყვანეს, არის გაღატაკებული სოფლის მოსახლეობა და აზრზე არ იყვნენ, სად იყვნენ. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მიტინგი იყო პრორუსული.
მედვედჩუკი დღეს დილას ჩამოვიდა, რასაც უკრაინული წყაროები იტყობინებიან და მე მაქვს მათი ნდობა.
ვფიქრობ, პუტინმა იგრძნო, რომ ივანიშვილმა შესაძლოა, ეს არჩევნები წააგოს, რუსეთის ტელევიზია შარვლიდანაა ამომხტარი, ისე უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ ქართველი ხალხი თავის არჩევანს მაინც გააკეთებს, არავის არ მივცემთ უფლებას, არიოს სიტუაცია საქართველოში“,- განაცხადა სააკაშვილმა "ტვ. პირველის" ეთერში.