პოლიტიკა
პუტინის რეიტინგი დაეცა, რუსეთის მოქმედებები ქერჩის სრუტეში კი რუსეთის შიდა პოლიტიკას უკავშირდება - თორნიკე შარაშენიძე
ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ქერჩის სრუტეში რუსეთის მოქმედებები მის შიდა პოლიტიკას უკავშირდება.
მისივე განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეიტინგი დაეცა, ამასთან, უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს.
„ეს მოქმედებები უკავშირდება რუსეთის შიდა პოლიტიკას. მოგეხსენებათ, პუტინის რეიტინგი დაეცა. სამწუხაროდ, უკრაინას ამ მდგომარეობითა და პოლიტიკური ელიტით, თითქმის არ აქვს შანსი, რამე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. შევხედოთ ერთ ცოტა კომიკურ ფაქტს – უკრაინას დღემდე არ გაუწყვეტია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაშინ, როდესაც რუსეთმა მას პირდაპირ წაართვა ტერიტორია. ჩვენს შემთხვევაში, ცოტა უფრო რბილი შემთხვევა იყო, აღიარა ჩვენი ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მაშინვე გავწყვიტეთ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. საერთოდ, დსთ-დან უკრაინა რამდენიმე თვის წინ გამოვიდა“, – განაცხადა შარაშენიძემ.
ექსპერტის შეფასებით, აღნიშნული ფაქტები მიანიშნებს, რომ უკრაინის მოქმედ პოლიტიკურ ელიტას ძალიან ცოტა შესაძლებლობა აქვს, ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას.
„სამწუხაროდ, ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენგან ყველაფერი მიიღო, რაც უნდოდა და ჩვენს კონტექსტში ამ ფაქტს არ განვიხილავდი. თუ აგრესია შერჩა და ამის შანსი სამწუხაროდ, უკვე არსებობს, რადგან უკრაინის პოლიტიკური ელიტა ძალიან სუსტი და უუნაროა, ეს რუსეთს კიდევ უფრო გაათამამებს და გაათავხედებს და ამ კუთხით არის ცუდი“, – თქვა შარაშენიძემ.
გუშინ რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული. უკრაინამ რუსეთის მოქმედებები აგრესიად შეაფასა.
მომხდარის გამო უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მხარი დაუჭირა. უჭერს. საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს დღეს უკრაინის უმაღლესი რადა რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

