უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

17 თებერვალი, 2025 13:55
font-size

პუტინს სურს ომის შეჩერება - ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „სურს ბრძოლების შეჩერება“ და უარყოფს ვარაუდს, რომ მისი ამბიციები უკრაინის საზღვრებს სცდება.

„მე ვფიქრობ, რომ მას სურს შეჩერება. ასე ვხედავ. ჩვენ ამაზე დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ. [ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენელი] სტივ ვიტკოფი მასთან სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ვფიქრობ, პუტინს სურს ბრძოლის შეჩერება,“ — განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტრამპის თქმით, რუსეთს „დიდი და ძლიერი მანქანა“ აქვს და ისტორიულად ომებში გამარჯვებას აღწევდა.

„მათ დაამარცხეს ჰიტლერი, დაამარცხეს ნაპოლეონი. დიდი ხანია იბრძვიან და ეს არ არის ახალი,“ — აღნიშნა მან.

ტრამპის ეს განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც მისი ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზებს ეძებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, სურს თუ არა პუტინს მთლიანად უკრაინის დაპყრობა, ტრამპმა აღნიშნა, რომ თავად დაუსვა ეს კითხვა პუტინს. „ვფიქრობ, რომ მას სურს გაჩერება. ეს იყო ჩემი კითხვა მის მიმართ. რადგან თუ მას სურდა გაგრძელება, ეს დიდი პრობლემა იქნებოდა ჩვენთვის,“ — განაცხადა ტრამპმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან ტრამპს ურჩია, არ ენდოს პუტინს, რადგან „ის მატყუარაა“.

ზელენსკიმ ასევე გააფრთხილა, რომ პუტინს შესაძლოა, ნატოს წინააღმდეგ ომის დაწყება სურდეს და რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ჯარის განლაგებას გეგმავს.

ამ შეფასებას ტრამპი არ დაეთანხმა: „არა, არ ვეთანხმები. არც ერთ წამს.“

საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე დონალდ ტრამპის მიწვევას დათანხმდნენ

22 იანვარი, 2026 , 12:15

საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი დათანხმდნენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევას „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ. ამის თაობაზე ინფორმაციას მედია აღნ

„მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი დათანხმდა

21 იანვარი, 2026 , 11:55

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა დათანხმდა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი. ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის &bdquo

დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომლითაც დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა, აშშ-ის პრეზიდენტი ფრენას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებს

21 იანვარი, 2026 , 10:28

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის Air Force One-ის თვითმფრინავი, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა. Reuters-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი ბაზა

ნიკოლ ფაშინიანმა „მშვიდობის საბჭოში“ ტრამპის მიწვევა მიიღო

20 იანვარი, 2026 , 10:28

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ დამფუძნებელ წევრად შესვლის მიწვევა მიიღო. ამის შესახებ სომხეთის პრემიერის პრესმდივანმა გაავრცელა განცხადება. „პრემიერ-მ

კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ

16 იანვარი, 2026 , 15:37

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ პეკინში ვიზიტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ახალი სავაჭრო შეთანხმებებისა და პარტნიორობის გაღრმავების შესახებ განაცხადა. კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ, ეს

მარია კორინა მაჩადო შესანიშნავი ქალია, ჩემი შრომისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადმომცა, ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია - დონალდ ტრამპი

16 იანვარი, 2026 , 09:06

ჩემთვის დიდი პატივი იყო ვენესუელელ მარია კორინა მაჩადოსთან შეხვედრა, ჩემ მიერ გაწეული შრომისთვის ნობელის მშვიდობის პრემია გადმომცა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაჩადოსთან შეხვედრის შემდეგ სოციალუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი