უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

4 ივლისი, 2025 08:07
font-size

პუტინთან საკმაოდ ხანგრძლივი ზარი იყო, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მე ამით არ ვარ კმაყოფილი - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ პროგრესი არ არის მიღწეული.

ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან ირანისა და უკრაინის საკითხები განიხილა.

„მოგვიწია იმის თქმა, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი ზარი იყო. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის ირანზე. ასევე ვისაუბრეთ, როგორც იცით, უკრაინასთან ომზე. მე ამით არ ვარ კმაყოფილი. არ ვარ კმაყოფილი“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, საუბრის დროს უკრაინის საკითხზე მიღწეულია თუ არა რაიმე სახის პროგრესი, ტრამპმა უპასუხა, რომ „დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პროგრესი არ ყოფილა“.

ამასთან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას იარაღს აწვდის.

„ჩვენ ვაწვდით იარაღს უკრაინას. ვმუშაობთ მათთან, ვცდილობთ, დავეხმაროთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენთვისაც საკმარისი გვექნება“, – განაცხადა ტრამპმა.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე: ეს დროის ფუჭად კარგვაა, მათ ყველაფერი დაკარგეს

6 მარტი, 2026 , 09:20

გვინდა შევიდეთ და ყველაფერი გავწმინდოთ, არ გვინდა ვინმე, ვინც 10 წლის განმავლობაში აღადგენს ქვეყანას. გვინდა, რომ მათ კარგი ლიდერი ჰყავდეთ. გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, ვფიქრობ, კარგ საქმეს გააკეთებენ, - ამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი