უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

8 აგვისტო, 2018 14:15
font-size

ქალ მშვილდოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის გრან პრი მოიგო

ბულგარეთში მშვილდოსანთა ევროპის გრან პრის გათამაშება გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ქალთა ნაკრები გახდა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდნენ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და დედა-შვილი ხათუნა ნარიმანიძე და ციკო ფუტკარაძე. სამეულმა საკვალიფიკაციო ეტაპი მე-9 ადგილზე დაასრულა 1 828 ქულით. ფინალამდე კი ესტონეთის, უკრაინის და ბელარუსის ნაკრები დაამარცხა.

ფინალში ჩვენმა გუნდმა იაპონიას 5:3 აჯობა და ჩემპიონი გახდა. სოფიაში საქართველოს ვაჟთა ნაკრებიც გამოვიდა (ლაშა ფხაკაძე, ზურაბ მესტვირიშვილი, ჯაბა მოსეშვილი). ტრიომ საკვალიფიკაციოში 1 915 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილი დაიკავა.

პლეი ოფის პირველ წრეში საქართველომ ისრაელს 6:0 მოუგო, მაგრამ მეორე წრეში ასეთივე ანგარიშით დამარცხდა ჰოლანდიასთან. შერეულ წყვილებში ქრისტინე ესებუამ და ლაშა ფხაკაძემ 1272 ქულით კვალიფიკაციაში მე-13 ადგილი დაიკავეს. პირველ წრეში საქართველოს შერეულმა ნაკრებმა საბერძნეთს 5:1 მოუგო, მაგრამ შემდეგ რუსეთთან 1:5 დათმო. რაც შეეხება ინდივიდუალურ პირველობას, ქართველმა ქალებმა და მოსეშვილმა 1/16 ფინალამდე მიაღწიეს.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი